„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი, პოლ პოგბა, ტრავმის შემდეგ, მინდორს უახლოეს მატჩებში დაუბრუნდება - წერს Mirror. ფრანგმა შუახაზელმა, ტრავმა „საუთჰემპტონთან“ პრემიერლიგის მატჩში, 31 აგვისტოს მიიღო და სამი შეხვედრა გამოტოვა.
„მანჩესტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ულე გუნარ სულშერმა, განაცხადა, რომ პოგბა 25 სექტემბერს, “როჩდეილთან“ სათასო მატჩში მიიღებს სათამაშო პრაქტიკას. 30 სექტემბერს, „არსენალთან“ შეხვედრისთვის კი სრულად მზად იქნება.
„მანჩესტერს“ საკადრო პრობლემები მოუგროვდა. პოგბას გარდა „ეშმაკუნებს“ დაშავებული ჰყავთ ლუკ შოუ, ანტონი მარსიალი და მარკუს რაშფორდი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვალდესი ხო დაიმატეს და ეს რაღა ჩემ ნიკლასბენდტნერად მინდა?
კრული კარგი მეკარეა,მაგრამ დე ხეასთან შედარებით ალვის ხეა.ამათმა რო დავითა გაუშვან,მაგარიი სლეები იქნებიან!!!
რა სისუელეა
) კრული არა ვანდერსაარი კიდე, რატომ იგონებენ ასეთ იდიოტობებს