ფეხბურთი

16:17 | 24.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ რონალდუ სამეულში შეიყვანა, რონალდუმ - არა

ფიფამ 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დაასახელა და გამოკითხვაში მონაწილეობა ფიფას წევრი ეროვნული ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმაც მიიღეს.

მათ შორის იყვნენ ლიონელ მესი (არგენტინის ნაკრების კაპიტანი) და კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი). აღსანიშნავია, რომ მესიმ თავის საუკეთესო სამეულში რონალდუ შეიყვანა, პორტუგალიელმა კი არგენტინელ მეტოქეს სამეულში ადგილი ვერ მოუძებნა:

ლიონელ მესის არჩევანი: 1. სადიო მანე 2. კრიშტიანუ რონალდუ 3. ფრენკი დე იონგი

კრიშტიანუ რონალდუს არჩევანი: 1. მატიას დე ლიხტი 2. ფრენკი დე იონგი 3. კილიან მბაპე

შეგახსენებთ, რომ საბოლოო შედეგებით, მესი გამარჯვებული გახდა, მეოე პოზიცია ვირჯი ვან დეიკს ერგო, ხოლო მესამე ადგილზე კრიშტიანუ რონალდუ გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116089