მადრიდის „რეალი“ „მანჩესტერ სიტის“ გარემარბ რაჰიმ სტერლინგს აკვირდება - წერს Mundo Deportivo. 24 წლის ინგლისელმა, მიმდინარე სეზონის 8 მატჩში, ეროვნულ ნაკრებსა და კლუბში, 7 გოლი გაიტანა.
2012-15 წლებში სტერლინგი „ლივერპულში“ თამაშობდა. 2015-დან კი „სიტიში“ ირჯება. ინგლისის ნაკრებში 2012 წლიდნ იძახებენ. ჯამში, სტერლინგმა 320 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 95 გოლი გაიტნა. ის ინგლისის ორგზის ჩემპიონი, ქვეყნის თასის და სუპერთასის მფლობელია.
ადრე, „ბარსელონას“ ლეგენდამ, ჩავი ერნანდესმა თქვა: მესისა და რონალდუს ეპოქის შემდეგ, სერლინგი, შესაძლოა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელიც გახდესო.