ფეხბურთი

14:18 | 24.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერში“ სულშერი, შესაძლოა, ალეგრიმ შეცვალოს

იუვენტუსისა“ და „მილანის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ დამრიგებელი გახდეს - გვამცნობს Tuttosport. ცუდი შედეგების გამო, ინგლისური კლუბი ახლანდელი მწვრთნელის, ულე გუნარ სულშერის დათხოვნას არ გამორიცხავს.

„იუნაიტედისთვის“ მიმდინარე სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო. პრემიერლიგის ექვს ტურში, მანჩესტერულმა კლუბმა მხოლოდ 8 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა. ეს მათი ყველაზე ცუდი სტარტია, პრემიერლიგის დაარსების შემდეგ.

ალეგრის გარდა, „მანჩესტერის“ ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოსტზე, პსჟ-ის ყოფილი დამრიგებლის, ლორან ბლანის კანდიდატურასაც განიხილავს.

0.126857