როდ ლეივერის სახელობის თასის რიგით მეოთხე გათამაშება, 2020 წლის 25-27 სექტემბერს გაიმართება აშშ-ის ქალაქ ბოსტონში. TD Garden არენაზე - გვამცნობს ტურნირის პრესსამსახური.
სტადიონი, რომელიც 19 ათას მაყურებელს იტევს, ჰოკეის კლუბის „ბოსტონ ბრიუნზის“ და საკალათბურთო „ბოსტონ სელტიკსის“ საშინაო არენაა.
მანამდე ლეივერის თასი პრაღაში (2017), ჩიკაგოსა (2018) და ჟენევაში (2019) ჩატარებულა. სამივე ტურნირი ევროპის ნაკრებმა მოიგო.
წლეულს ევროპის ნაკრებმა 13-11 დაამარხცა დანარჩენი მსოფლიოსი. ევროპელთა შემადგენლობა ასეთი იყო: რაფაელ ნადალი (ესპანეთი), როჯერ ფედერერი (შვეიცარია), დომინიკ ტიმი (ავსტრია), ალეკსადრ ზვერევი (გერმანია), სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) და ფაბიო ფონინი (იტალია). მწვრთნელ-კაპიტანი ბიორნ ბორგი (შვედეთი).
2019 წელს ლეივერის თასის ტურნირი პირველად შიტანეს ATP-ის კალენდარში.