ფეხბურთი

2:42 | 4.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჟირონდელები რეიმსში დაეცნენ

საფრანგეთის ჩემპიონატის მეცხრე ტური “რეიმსისა” და “ბორდოს” თამაშით დაიწყო. ახალ სეზონში ვილი სანიოლის გუნდმა მეორე მარცხი განიცადა, ქულების დაკარგვას პირველ ადგილზე გადასვლის შანსის დაკარგვა მოჰყვა. ჯერ გარკვეული არაფერია, სეზონი მეცხრე ტურს ითვლის, თუმცა სტაბილურობა ჟირონდელებს აკლიათ.

ისიც უნდა ითქვას, რომ “ბორდოს” გასვლაზე თამაში უჭირს. 9 მატჩში განცდილი 2 მარცხი მხოლოდ სტუმრად თამაშისას დაფიქსირდა. საკუთარ მოედანზე მხოლოდ ერთ მატჩში დაკარგეს ქულები, როცა კიკაბიძის “ბასტიასთან” ფრედ ითამაშეს (1:1).

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 32-ე წუთზე გავიდა. დევოქსის პასის შემდეგ კაპე ვერდელმა ჟუნიორ ფორტესმა მახვილი კუთხიდან დაარტყა და გაიტანა.

მოგების შემდეგ “რეიმსი” გასავრდნ ზონას დაშორდა. 10 ქულით მე-13 ადგილზეა, თუმცა კლუბები მჭიდროდ არიან განლაგებულნი და ტურის დარჩენილი მატჩები სატურნირო ცხრილში ცვლილებებს შეიტანს.

“რეიმსი” – “ბორდო” 1:0 (1:0)

რეიმსი, “ავგუსტ-დელუნ მეორე.”

რეიმსი: აგასა, ჩარბონერი (კურტეტი 64 ), კონტე, დე პრევილე (კა 79 ), დევოქსი, ფორტესი, მანდი, მუკანჯო (გლომბარდი 64 ), ონიანგუ, სინორინო, ტაკალფრედი

მთავარი მწვრთნელი: ჟან-ლუკ ვასეუ

ბორდო: კარასო, დიაბატე, ფუბერტი, ილორი (კაბუნი 27 ), ჰაზრი, მარიანო (მაურის-ბელაი 76 ), პალოისი, პლასილი, როლანი (სალა 62 ), სერტიჩი, ტურე

მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გოლი: 1:0 ფორტესი (32)

მთავარი მსაჯი: ფრანკ შნეიდერი

გაფრთხილება: სინორინო (36), ჩარბონერი (55), ტურე (83), ჰაზრი (90+2)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113728