ფეხბურთი

9:08 | 24.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „მეამაყება ისეთი არაჩვეულებრივი გუნდის მწვრთნელობა, როგორიც „ლივერპულია“

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, ფიფას ვერსიით, წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. მოგეხსენებათ, მან გასულ სეზონში მერსისაიდულ კლუბს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. დაჯილდოების ცერემონიისას მან თქვა:

„უპირველესად, მინდა მადლობა გადავუხადო ოჯახს, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას. არასდროს იცი, რა შეიძლება მოხდეს ფეხბურთში. ჩემმა კოლეგებმაც დიდი სამუშაო გასწიეს გასულ სეზონში, ამიტომ ისინიც თბილ სიტყვებს იმსახურებენ.

განსაკუთრებული მადლობა ჩემს განუმეორებელ გუნდს - „ლივერპულს.“ ის არაჩვეულებრივია. არ შეიძლება, არ გიყვარდეს. ჩემი სამწვრთნელო მიღწევები იმით იზომება, რამდენად კარგი გუნდი მყავს. მართლაც მეამაყება ასეთი არაჩვეულებრივი გუნდის მწვრთნელი რომ გახლავართ.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113112