სხვა

21:30 | 23.09.2019 | ნანახია 1628 - ჯერ

ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე რევაზ დავითაძემ ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ყულაბას პირველი მედლები რევაზ დავითაძემ მოუტანა.

89 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ძალოსანმა ატაცში 166,169 და 172 კილოგრამებს გაართვა თავი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ამის შემდგომ 21 წლის ქართველმა აკვრაში მოსინჯა ძალები, სადაც 199 კილოგრამი დასძლია. ორჭიდის ჯამში კი 371 კილოგრამი დააგროვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

აქვე გეტყვით, რომ რევაზ დავითაძეს აქამდე მსოფლიოს და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატები აქვს მოგებული, გასულ წელს კი საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად დასახელდა.

ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი 27 სექტემბერს დასრულდება, მანამდე კი ხვალ ფიცარნაგზე 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ანტონ პლესტნოი გამოვა.

აქვე გეტყვით, რომ 102 კგ. ირაკლი ჩხეიძე 25 სექტემბერს თბილისის დროით 17:25 საათზე გამოვა. ტურნირის ბოლო დღეს კი +109 კგ. გიორგი ჩხეიძე და 109 კგ. ლაშა ტალახაძე ჩაებმებიან.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:39 | 24.09.2019
federer (17) (15576)

ანტონ პლესნოიც ჩვენი სახელით გამოდის და იქნებ მასაც ვცეთ პატივი ფა დავწეროთ ორიოდ სიტყვა მასზეც.

00:17 | 24.09.2019
federer (17) (15576)

აკვრაში აქვს მოსამატებელი 204 კილო აქვს ანაწევი და ალბათ ეს არის მაქსიმუმი რაც ამ მომენტისთვის შეუძლია და 210 მდე რომ მოუმატოს ორჭიდში ვერავინ დაუდგება.

23:20 | 23.09.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

რეზის პროგრესი თვალსაჩინოა. დარწმუნებული ვარ ოლიმპიური ოქრო ვერსად გაექცევა. 2020-ში თუ არა, მერე მაინც...

00:14 | 24.09.2019
federer (17) (15576)

ოლიმპიური ოქრო სამწუხაროდ გამორიცხული ამბავია, რადგანაც არაოლიმპიური წონაა მაგრამ მსოფლიო ჩემპიონობას უეჭველი გაქაჩავს.

22:31 | 23.09.2019
ogafa (10220)

ყოჩაღ გილოცავ წარმატებები

22:18 | 23.09.2019
federer (17) (15576)

ბარძაყის კუნთი გაეჭიმა თორე 203 კილო აწეული ქონდა ფაქტიურად და მერე ვეღარ შეიმაგრა.

21:58 | 23.09.2019
johnsilver (1156)

ყოჩაღ

0.120655