პრემიერლიგის მეექვსე ტურში "ლივერპულმა" გასვლაზე "ჩელსი" 2:1 დაამარცხა.
"მერსისაიდელების თავკაცმა "პრემიერლიგაში 150 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 92 მოიგო. პირველ 150 შეხვედრაში კლოპზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ჟოზე მოურინიოს აქვს, რომელმაც "ჩელსისთან" ერთად 105 მატჩი მოიგო. მესამე ადგილზე 90 მოგებით "მანჩესტერის" ყოფილი თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონია.
პრემიერლიგის 150 შეხვედრაში კლოპმა 92 მოიგო, 38 ფრედ დაასრულა და 20 წააგო. 323 გოლი გაიტანა და 147 გოლი გაუშვა.