ფეხბურთი

11:14 | 23.09.2019 | ნანახია NaN - ჯერ

პელეგრინი პირველია, ვინც „მანჩესტერის“ ოთხ მწვრთნელს მოუგო

პრემიერლიგის მე-6 ტურის მატჩში „ვესტ ჰემმა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 2:0 აჯობა.

ლონდონელთა თავკაცი მანუელ პელეგრინი გახდა პირველი, ვინც „წითელი ეშმაკების“ ოთხ მწვრთნელს მოუგო. ესენია დევიდ მოიესი, ლუი ვან გაალი, ჟოზე მოურინიო და ოლე გუნარ სოლსკიაერი.

ექვსი ტურის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედი“ 8 ქულით მერვე ადგილზეა. „ვესტ ჰემი“ 11 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:14 | 22.05.2021
davidinho (1027)

მონცაში

0.063196