თამაშგარე

10:15 | 23.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ივანა კნოლის ხორვატიული ამბიციები

სანამ ჩვენ ეროვნულ სტადიონზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების საქომაგოდ ლუდდალეულები მივდივართ (წაგების ადვილად გადატანის იმედად) და მზესუმზირას ნერვიულად ვაკნაწუნებთ, ხორვატიის საფეხბურთო ნაკრებს ისეთი ქომაგი გამოუჩნდა, ამიერიდან თუნდაც მხოლოდ მის სანახავად ეღირება ზაგრების ცენტრალურ სტადიონზე წასვლა.

27 წლის ხორვატმა მოდელმა ივანა კნოლმა მთელს პლანეტას კიდით-კიდემდე ამცნო, რომ ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი ქომაგ-თილისმაა და ხორვატიის ეროვნული დროშის ფერებში გაწყობილ ისეთ საოცარ სამოსში იპოზიორა, მის “ინსტაგრამის“ გვერდს ასეულათასობით გამომწერი მსწრაფლივ შეემატა.

გარდა ხორვატ მობურთალთა გულდათუთქვით ქომაგობისა, მამაილა ივანას გადაწყვეტილი აქვს ხორვატიის დროშის ფერებში გადაწყვეტილი საცურაო კოსტუმებისა და კაბების ახალი კოლექციის შექმნაშიც მიიღოს მონაწილეობა და ამ სარფიანი საქმიდან ცხადია გემრიელი გასამრჯელოც ექნება.

0.112396