ჩოგბურთი

22:48 | 22.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლეივერის თასი ევროპის ნაკრებმა მოიგო

როდ ლეივერის თასის მესამე გათამაშება, რომელიც ჟენევაში ტარდებოდა, ევროპის ნაკრებმა მოიგო. ბოლო მატჩის წინ, მსოფლიო ნაკრები 9:8 იგებდა. მაგრამ გერმანელმა ალეკსანდრ ზვერევმა კანადელი მილოშ რაონიჩი 6:4, 3:6, 10:4 დაამარცხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 13-11 ევროპელთა სასარგებლოდ.

ევროპის ნაკრები ასეთი შემადგენლობით ასპარეზობდა: რაფაელ ნადალი, როჯერ ფედერერი, დომინიკ ტიმი, ალეკსანდრ ზვერევი, სტეფანოს ციციპასი და ფაბიო ფონინი. მწვრთნელ-კაპიტანი ბიორნ ბორგი.

ეს ტუნირი უკვე მესამე წელიწადია ტარდება, რომელშიც ევროპის ნაკრები არაევროპელებს უპირისპირდება. სამივეჯერ ევროპელებმა გაიმარჯვეს.

0.120682