„ლივერპული“ აგრძელებს ტრიუმფალურ სვლას. მერსისაიდელები ჯერჯერობით უდანაკარგოდ ასპარეზობენ მიმდინარე პრემიერლიგაში.
2019 წელს მათ მესამედ დაამარცხეს „ჩელსი.“ ჯერ იყო და, წინა სეზონის მეორე წრეში მოუგეს, მერე უეფას სუპერთასზე და აი, ახლა ისევ პრემიერლიგაში.
უკვე მე-14 წუთზე ალექსანდერ-არნოლდმა საჯარიმოდ
ან მარჯვენა „ცხრიანში“ ჩაუსვა ბურთი კეპას. მერსისაიდელთა 66-ე ნომერმა მეორე გოლშიც მიიღო მონაწილეობა. მან ქუსლით უპასა რობერტსონს, რომელმაც ფირმინოს გადააწოდა და ბრაზილიელმა მეორედ აიღო მასპინძელთა კარი.
ჩელსი თავისას ცდილობდა და ნგოლო კანტემ ერთი საპასუხო შეაგდო, მაგრამ მეტისთვის მასპინძლებს ძალა აღარ ეყოთ.
ლიდერმა „ლივერპულმა“ ისევ 5 ქულით გაუსწრო „სიტის.“
დიდი ამბები დატრიალდა „ემირეითსზე,“ სადაც „არსენალი“ პრემიერლიგაში დაბრუნებულ „ასტონ ვილას“ მასპინძლბდა. ბირმინგენელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ „მეთოფეებმა“ ბოლოს მაინც გატეხეს. გამარჯვების გოლი 84-ე წუთზე პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაიტანა.
“მანჩესტერის“ „ვესტ ჰემთან“ წაგებას სენსაციად უკვე აღარავინ აღიქვამს. თუ ასე გააგრძელეს სულშერის შეგირდებმა, ვინძლო, ევროპა ლიგის ზონაც სანატრელი გაუხდეთ. ვერაფრით დაალაგეს თამაში. პირველ ტაიმზე არაფრს ვიტყვით, მით უმეტეს, რომ უკრაინელი იარმოლენკოსგან გასახდელის გოლი გაუშვეს.
მეორე ნახევარში ცოტა მოუმატეს, თუმცა 20 წუთის განმავლობაში ორი მომენტის შექმნამ მათ არაფერი მოუტანა. ბოლოსკენ კი მეორე გოლიც გაუშვეს. არონ კრესუელმა „ცხრიანში“ ჩაუსვა ბურთი საჯარიმოდან დე ხეას.
ინგლისი
პრემიერლიგა . 6 ტური. 22 სექტემბერი
ვესტ ჰემი - მანჩესტერი 2:0
ლონდონი. „ლონდონ სთედიუმი.“ 59 963
1:0 იარმოლენკო (44), 2:0 კრესუელი (84)
ვესტ ჰემი: ფაბიანსკი, კრესუელი, ოგბონა, დიოპი, ფრედერიკსი (საბალეტა 80), იარმოლენკო (სნოდგრასი 89), ნოუბლი, ანდერსონი (უილშირი71), ფორნალსი, რაისი, ალე
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
მანჩესტერი: დე ხეა, ლინდელოფი, მაგუაირი, იანგი, ვან-ბისაკა, მატა (გომესი 81), პერეირა, ჯეიმსი, მატიჩი (ფრედი 71), მაკტომინეი, რაშფორდი (ლინგარდი 61)
მწვრთნელი: ულე გუნარ სულშერი
მსაჯი: ენტონი ტეილორი
გაფრთხილება: ოგბონა (14), ნოუბლი (75); მატა (48), იანგი (83)
ჩელსი - ლივერპული 1:2
ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი.“ 40 638
0:1 ალექსანდერ-არნოლდი (14), 0:2 ფირმინო (30), 1:2 კანტე (1:2)
ჩელსი: კეპა, კრისტენსენი (ზუმა 42), ასპილიკუეტა, ტომორი, ემერსონი (ალონსო 15), ჟორჟინიო, კანტე, კოვაჩიჩი, ვილიანი, მაუნტი, აბრაჰამი (ბატშუაი 77)
მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი
ლივერპული: ადრიანი, ალექსანდერ-არნოლდი, ვან დეიკი, მატიპი, რობერტსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი, ჰენდერსონი (ლალანა 84), ფირმინო, მანე (მილნერი 71), სალაჰი (გომესი 90+2)
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
გაფრთხილება: ტომორი (20), კოვაჩიჩი (85), ალონსო (90+4); ალექსანდერ-არნოლდი (57), ფაბინიო (78), მილნერი (86)
არსენალი - ასტონ ვილა 3:2
ლონდონი. „ემირეითსი.“ 60 331
0:1 მაკგინი (20), 1:1 პეპე (59 პენ), 1:2 უესლი (60), 2:2 ჩემბერსი (81), 3:2 ობამეიანგი (84)
არსენალი: ლენო, პაპასტატოპულოსი, მეიტლენდ-ნაილსი, ლუისი, კოლაშინაცი, სებალიოსი (ტორეირა 72), პეპე, გენდუზი, ჯაკა (უილოკი 72), საკა (ჩემბერსი 46), ობამეიანგი
მწვრთნელი: უნაი ემერი
ასტონ ვილა: ჰიტონი, ტეილორი, ენგელსი, ჟილბერი, მინგსი, მაკგინი, გრილიში, ნაკამბა (ჰურიჰეინი 85), უესლი, ტრეზეგე (ალ მუჰამადი 68), ელ ღაზი (ლანსბერი 86)
მწვრთნელი: დინ სმიტი
მსაჯი: ჯონათან მოსი
გაფრთხილება: მეიტლენდ-ნაილსი (11), ჯაკა (35), გენდუზი (44), პეპე (85), ლენო (90+2), ობამეიანგი (90+5); ენგელსი (84)
გაძევება: მეიტლენდ-ნაილსი (41)
კრისტალ პალასი - ვულვზი 1:1
1:0 დენდონკერი (46 საკ. კრში), 1:1 ჟოტა (90+6)
გაძევება: საისი (ვულვზი 73)