ფეხბურთი

21:27 | 22.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილიას გოლი პოლონეთში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მეცხრე ტურში ვაკო გვილიამ გოლის გატანა მოახერხა. ვარშავის „ლეგია“ „კრაკოვიას“ ესტუმრა დაძაბულ ბრძოლაში 2:1 იმარჯვა, რითაც მნიშვნელოვანი ქულები მიითვალა.

გვილიამ შეუცვლელად ითამაშა, 47-ე წუთზე კი, მეტოქე მცველების შეცდომის შედეგად ხელსაყრელ პოზიციაში დარჩა და გატანა არ გასჭირვებია.

25 წლის ქართველ ნახევარმცველს უშუალოდ ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში 9 შეხვედრაში ორი გოლი დაუგროვდა (ერთი გოლი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც აქვს გატანილი).

„ლეგიას“ რაც შეეხება, ვარშავულმა გუნდმა ორმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და 17 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება (ლიდერ „პოგონს“ ქულით ჩამორჩება).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11795