ფეხბურთი

14:48 | 22.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

სოლარიმ შესაძლოა "ინტერ მაიამი" ჩაიბაროს

"ინტერ მაიამის" მთავარი მწვრთნელი შესაძლოა სანტიაგო სოლარი გახდეს. აღნიშნული ინფორმაცია BeIN SPORTS-მა გაავრცელა. გუნდი MLS-ში თამაშს მომდევნო სეზონიდან იწყებს და კლუბის ერთ-ერთი მფლობელი დევიდ ბექჰემია.

კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტის ერთ-ერთი კანდიდატი დევი მოიესია, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" ხელმღვანელობდა. ასევე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ინტერ მაიამის" შესაძლოა ლუის სუარესი, ედინსონ კავანი და დავიდ სილვა შეუერთდნენ.

სოლარიმ სამწვრთნელო კარიერა მადრიდის "რეალის" 18-წლამდელთა გუნდში დაიწყო და პირველი გუნდის მთავარ მწვრთნელად 2018 წლის ოქტომბერში დაინიშნა. სოლარი "რეალს" 2019 წლის 11 მარტამდე წვრთნიდა, თუმცა მისი გუნდის წარუმატებელი თამაშის გამო გაათავისუფლეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123106