ფეხბურთი

10:45 | 22.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა რაზმაძე - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეკორდსმენი

გორის „დილას“ კაპიტანი ლუკა რაზმაძე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეკორდსმენია. 35 წლის ფეხბურთელმა ჩვენი ქვეყნის მთავარ ლიგაში 446 თამაში ჩაატარა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

რაზმაძემ ალექსანდრე კოშკაძის შედეგი (445 თამაში) გააუმჯობესა, რომელმაც გასულ სეზონში უწია სარეკორდო ნიშნულს, თუმცა ლუკამ მისი გადასწრება მოახერხა.

ვეტერან ფეხბურთელს „ვიტ ჯორჯიასთან“ მატჩის წინ სპეციალური პრიზი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გადასცა.

რაზმაძეს კარიერის განმავლობაში გორის „დილას“ გარდა, თბილისის „ვიტ ჯორჯიას“, რუსთავის „მეტალურგისა“ და ბოლნისის „სიონის“ რიგებში უთამაშია. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი, 2008-2010 წლებში 11 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

0.112547