როგორც ჩანს, „ლაიფციგს“ შორს მიმავალი გეგმები აქვს. იულიან ნაგელსმანის გუნდი 5 ტურის თავზე ლიდერია და რაც მთავარია, საკმაოდ ადვილად ახერხებს ქულების დაგროვებას.
რედ ბულელები ბრემენში „ვერდერს“ ესტუმრნენ და კი მართალია, „მუსიკოსები“ ძველებურად ვეღარ უკრავენ, მაგრამ საკუთარ კედლებში მაინც ანგარიშგასაწევი ძალაა. თუმცა, „ლაიფციგმა“ საკმაოდ მარტივად და მეტიც, ძალების მაქსიმალური დაზოგვით მაოხერხა მისი ძლევა. შედეგად, ნაგელსმანის ბიჭებს, რომელმაც შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე იყოჩაღეს, 13 ქულა დაუგროვდათ და კვალში „ბაიერნი“ მიჰყვებათ.
„რეკორდმაისტერს“ „ალიანც არენაზე“ „კიოლნის“ ძლევა არ გასჭირვებია. აღსანიშნავია ფილიპე კოუტინიოს გოლი, რომელმაც პენალტით იხეირა. მის გარდა დუბლით რობერტ ლევანდოვსკი გამოირჩა და უგოლოდ არც ივან პერიშიჩი დარჩენილა.
ჩემპიონთა ლიგაზე მოსკოვის „ლოკომოტივთან“ შერცხვენის შემდეგ „ლევერკუზენმა“ რეაბილიტაცია „ბაი არენაზე“ ბერლინის „უნიონის“ ძლევით მოახერხა, რომელმაც ორივე გოლი პირველ ტაიმში გაუტანა. ვთქვათ, რომ „უნიონის“ რიგებში მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა გერმანიის მოქალაქემ, მაგრამ ქართული ფესვების მქონე აკაკი გოგიამ.
პირველ ტურში მიუნხენში „ბაიერნთან“ მოპოვებული ქულის შემდეგ „ჰერტა“ საკუთარ თავს აღარ ჰგავდა. მეხუთე ტურში კი, ბერლინელებმა როგორც იქნა, სამმატჩიან წაგებათა სერიას წერტილი დაუსვეს და ნანატრი გამარჯვება იზეიმეს, რითაც გასავარდნი ზონა დატოვეს. სამაგიეროდ, დედაქალაქში დამარცხებული „პადებორნი“ ისევ უფერულად გამოიყურება და კინკილა ქულით ბოლო ადგილზე ნელ-ნელა მკვიდრდება.
„ლევერკუზენი“ – „უნიონი“ 2:0 (2:0)
გოლები: 1:0 ვოლანდი (20), 2:0 ალარიო (25)
„ბაიერნი“ – „კიოლნი“ 4:0 (1:0)
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (3), 2:0 ლევანდოვსკი (48), 3:0 კოუტინიო (62, პენ), 4:0 პერიშიჩი (73)
„ჰერტა“ – „პადერბორნი“ 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 დილროსუნი (10), 2:0 ვოლფი (52), 2:1 ზოლინსკი (54)
„ფრაიბურგი“ – „აუგსბურგი“ 1:1 (1:1)
გოლები: 1:0 ჰოლერი (23), 1:1 ნიდერლეხნერი (39)
„ვერდერი“ – „ლაიფციგი“ 0:3 (0:2)
გოლები: 0:1 ორბანი (13), 0:2 ზაბიცერი (35), 0:3 სარაჩი (83)