ფეხბურთი

3:40 | 22.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯიჯი ბუფონი პაოლო მალდინის გაუთანაბრდა

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი თანამემამულე პაოლო მალდინის გაუთანაბრდა. საქმე ეხება საკლუბო დონეზე ჩატარებული მატჩების რაოდენობას.

ბუფონმა „ვერონასთან“ 902-ე თამაში ჩაატარა და იგივე შედეგით მალდინი 1985-2009 წლებში გამოირჩა. პაოლომ ყველა შეხვედრა „მილანის“ რიგებში გამართა, ჯიჯის სტატისტიკა კი, შემდეგნაირად ნაწილდება:

„იუვენტუსი“ – 657

„პარმა“ – 220

„პარი სენ ჟერმენი“ – 25

ცნობისთვის, ზოგადად კარიერაში (სანაკრებო მატჩების ჩათვლით) ბუფონი უკვე კარგა ხანია 1000-იან ნიშნულს გადასცდა.

აქვე ვთქვათ, რომ ჯიჯი პაოლოს კიდევ ერთ მიღწევას ემუქრება. მალდინის სერია A-ში 647 თამაში აქვს ჩატარებული, რაც აბსოლუტური რეკორდია, ხოლო იტალიელი კიპერის აქტივში დღეისთვის 641 მატჩია და დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონში აღნიშნულ შედეგსაც გააუმჯობესებს.

ბოლოსკენ გეტყვით, რომ ბუფონის პროფესიონალური კარიერა 1995 წელს დაიწყო და ამჟამად 41 წლისაა, ხოლო მალდინიმ პირველად პროფესიონალურ დონეზე 1985 წელს ითამაშა და საფეხბურთო კარიერა 40 წლისა და 11 თვის ასაკში დაასრულა.

სტატისტიკა
0.265327