ფეხბურთი

2:15 | 22.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ყველაზე ცუდი სტარტი ბოლო 24 წლის განმავლობაში

კატალონიის „ბარსელონასთვის“ მიმდინარე სეზონი არცთუ სახარბიელოდ დაიწყო და 5 ტურის შემდეგ ლა ლიგაში მხოლოდ 7 ქულა აქვს მოპოვებული.

Opta-ს ცნობით, „ბლაუგრანას“ ასეთი ცუდი სტარტი ესპანეთის ჩემპიონატში 1994-1995 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონია, როდესაც 5 ტურში ასევე 7 ქულას მოუყარა თავი.

მოგეხსენებათ, „ბარსა“ მეხუთე ტურში „გრანადასთან“ 0:2 დამარცხდა. სხვათა შორის, ერნესტო ვალვერდეს გუნდი სტუმრად საშინლად თამაშობს და სამ მატჩში კინკილა ქულა მოიპოვა საგარეო შეხვედრებში. ამასთან, არც ჩემპიონთა ლიგაზე „დორტმუნდთან“ გერმანიაში მოუწყვეტია ციდან ვარსკვლავები და მარცხს ბეწვზე გადაურჩა.

თეგებიბარსელონა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059274