ფეხბურთი

0:38 | 22.09.2019 | ნანახია NaN - ჯერ

შოთა არველაძე უზბეკეთის ჩემპიონია

ტაშკენტის „ფახთაქორი“, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის, უზბეკეთის ჩემპიონი გახდა. ადგილობრივი ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე დედაქალაქურმა გუნდმა ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად გაიფორმა.

„ფახთაქორმა“ მე-20 ტურში „მეტალურგი“ 2:1 დაამარცხა და კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა.

ტაშკენტელები მეორე ადგილზე მყოფ „ლოკომოტივს“ 19 ქულით უსწრებს, რაც ბუნებრივია 6 ტურში აღმოუფხვრელი სხვაობაა.

„უზბეკეთის ჩემპიონი - „ფახთაქორი“. ძალიან ბედნიერი ვარ პირველი ტიტულების მოგებით „ფახთაქორში“. მადლობა ჩემს ფეხბურთელებს, სტაფს, კლუბს და გულშემატკივრებს. ამაყი თქვენი ძალისხმევით“, - დაწერა ინსტაგრამში ქართველმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, არველაძემ „ფახთაქორი“ 2017 წელს ჩაიბარა და უზბეკეთის ჩემპიონის ტიტული პირველად მოიგო. ტაშკენტელებისთვის კი მე-12 ჩემპიონობაა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:01 | 03.04.2013
c12 (181)

სერენა მაგარი ხარ !!!

02:27 | 03.04.2013
fanatic (1105)

თანამედროვე ჩოგბურთში ამათი შედეგების გამეორება არმაგონია ვინმემ შეძლოს ან ვინ უნდა შეძლოს ჯერჯერობით მაინც? აზარენკამ, შარაპოვამ რადვანსკამ თუ კვიტოვამ? აზარენკა კიდე ხო.. )

00:57 | 03.04.2013
milanelli (476)

ამას რო ტრავმები არ ქონოდა ესენი კაი ხნის ჩახეულები ეყოლებოდა უკვე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064382