ფეხბურთი

22:36 | 21.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

„სიტის“ ბენეფისი და უიღბლო პოჩეტინო

ვინ გააბრაზა ასე „მანჩესტერ სიტი“? ვინ გააღვიძა მათში მხეცი? შეიძლება იმან, რომ გასულ ტურში, „ნორვიჩთან“ წაგების შემდეგ, სპეციალისტებმა „ლივერპული“ ლამის ჩემპიონად გამოაცხადეს. მერსისაიდელებმა ხომ ხუთი ქულით გაუსწრეს „ქალაქელებს.“

ამჯერად, „სიტი“ მე-18 წუთისთვის უკვე 5:0 იგებდა, რაც პრემიერლიგის რეკორდია. მართალია, მთლად უხვგოლიანობის რეკორდი ვერ დაამყარეს (1995 წელს, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „იფსვიჩ თაუნს“ 9:0 მოუგო), მაგრამ ბევრითაც არ ჩამორჩნენ. „უოტფორდის“ დამრიგებელ, კიკე სანჩეს ფლორესს კი, ეს საღამო, ალბათ ცხოვრების ბოლომდე მოელანდება კოშმარულ სიზმარში.

დავიდ სილვამ 52-ე წამზე გახსნა ანგარიში. მერე მიჰყვა და მიჰყვა. ბერნარდუ სილვამ ჰეთ თრიქი მიითვალა. ისიც სათქმელია, რომ აგუერომ და დე ბრუინმა აშკარა მომენტები ვერ გამოიყენეს, მაჰრეზმა ძელსაც მოარტყა ბურთი. მოკლედ, თავისუფლად შეიძლებოდა 9:0, 10:0 ან 11:0 დამთავრებულიყო მატჩი. ისიც ვახსენოთ, რომ „სიტის“ ორი მთავარი მოთამაშე აკლდა: რაჰიმ სტერლინგი და გაბრიელ ჟეზუსი.

„როცა ხუთჯერ ურტყამთ კარში და 5 გოლი გაგაქვთ, ეს ფეხბურთელების მაღალ ოსტატობაზე მეტყველებს. პირველ წუთებში მეტოქემ ორჯერ სახიფათოდ შემოგვიტია, მაგრამ ვერ გაგვიტანა. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ხუთბურთიანი უპირატესობის მიუხედავად, მეორე ტაიმში უფრო აგრესიულად ავთამაშდით.“ - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს ВВС.

„სიტიმ“ ახლა 13 ქულა მოაგრვა და ორი პუნქტით ჩამორჩება ლიდერ „ლვერპულს,“ რომელიც კვირას ლონდონში „ჩელსის“ ეწვევა.

„ტოტემჰემს“ მიმდინარე სეზონში არ უმართლებს. რაღაც მოიშლა პოჩეტინოს გუნდში. ახლაც, „ლესტერთან,“ სამართლიანი შედეგი ფრე იქნებოდა. ძლიან რთული მატჩი გამოდგა. „დეზები“ კეინის გოლით დაწინაურდნენ. ოცი წუთი რჩებოდა დამთავრებამდე და მასპინლინძლებმა ორჯერ გაიტანეს.

ორჯერ საქმეში ვიდეოარბიტრი ჩაერთო და მეტოქეებს თითო გოლი გაუუქმა. ბრიტანელი მიმოხილველები აღნიშნავენ, ბოლოს და ბოლოს, ვიდეოარბიტრის რისხვა „ტოტენჰემსაც“ შეეხოო. ალბათ „სიტი“ – „ტოტენჰემის“ ცნობილ მატჩებს გულისხმობდნენ, როცა დამატებულ წუთებზე VAR-ის მეშვეობით, გამარჯვებული ლონდონური კლუბი დარჩა. ერთხელ ჩემპიონთა ლიგაზე, მეორედ პრემიერლიგაში.

„დეზების“ თავკაცს, პოჩეტინოს, პროტესტი არ გამოუთქვამს. „არბიტრებს ვენდობი. თამაში უნდა გავაანალიზოთ და ჩენი შეცდომები დავინახოთ. ვიდეოარბიტრით გაწბილებული არ ვარ. გაწბილებული იმით გახლავართ, რომ ორი ბურთი გავუშვით.“ - დასძინა მატჩის შემდეგ არგენტინელმა სპეციალისტმა.

„ლესტერი“ კი ბრენდან როჯერსის ხელში მოფერიანდა და ვინძლო, ისევ ჩაერიოს ბობოლების „შიდა საქმეში“ და ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის იბრძოლოს. ახლა „მელიები“ 11 ქულით ცხრილში მესამე ადგილზე დგანან. „ტოტენმჰემი“ კი მეხუთე პოზიციამდე დაქვეითდა.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-6 ტური. 21 სექტემბერი

ლესტერი - ტოტენჰემი 2:1

ლესტერი. „კინგ პაუერი.“ 32 129

0:1 კეინი (29), 1:1 პერეირა (69), 2:1 მედისონი (86)

ლესტერი: შმაიხელი, ჩიჩუელი, სეიუნჯუ, ევანსი, პერეირა, ტილემანსი (ჩუდჰური 85), მედისონი, ბარნსი (გრეი 83), პერესი (პრატი 67), ნდიდი, ვარდი

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

ტოტენჰემი: გასანიგა, როუზი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ორიე, უინკსი, ლამელა (ერიკსენი 79), სისოკო (ვანიამა 67), ნდომბელე (მოურა 86), სონი, კეინი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

მსაჯი: პოლ ტირნი

გაფრთხილება: გრეი (84); სისოკო (19), ვანიამა (71)

სიტი - უოტფორდი 8:0

მანჩესტერი. „ეტიჰადი.“ 54 273

1:0 დავიდ სილვა (1), 2:0 აგუერო (7, პენ), 3:0 მაჰრეზი (12), 4:0 ბერნარდუ სილვა (15), 5:0 ოტამენდი (18), 6:0, 7:0 ბერნარდუ სილვა (49, 60), 8:0 დე ბრუინი (85)

სიტი: ედერსონი, უოკერი (კანსელუ 54), მენდი (ანხელინიო 46), ფერნანდინიო, ოტამენდი (გარსია 63), როდრი, დე ბრუინი, დავიდ სილვა, აგუერო, ბერნარდუ სილვა, მაჰრეზი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

უოტფორდი: ფოსტერი, დოუსონი, მარიაპა, ფემენია, ოლებასი, ფულკიე (პერეირა 33), კლევერლი, დუკურე, ჰიუზი (სარი 59), კაპუ, დეულოფეუ (გრეი 77)

მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

მსაჯი: მაიკ დინი

გაფრთხილება: ბერნარდუ სილვა (19), ანხელინიო (82); ფემენია (59), დეულოფეუ (59)

ბარნლი - ნორვიჩი 2:0

1:0, 2:0 ვუდი (10, 14)

ევერტონი - შეფილდი 0:2

0:1 მინა (40, საკ. კარში), 0:2 მუსე (79)

ნიუკასლი - ბრაიტონი 0:0

20 სექტემბერი

საუთჰემპტონი - ბორნმუთი 1:3

0:1 აკე (10), 0:2 უილსონი (36), 1:2 უორდ-პროუსი (52, პენ), 1:3 უილსონი (90+5)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132863