პოლონეთის ექსტრაკლასას მეცხრე ტურში დავით სხირტლაძემ დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც მიითვალა. გდინიას „არკა“ „ლოძს“ ესტუმრა და სეზონში მეორე გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია - 4:1.
ანგარიში 21-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა გახსნა, რომელმაც ახლო მანძილიდან შეძლო მეტოქის კარის აღება. პირველი ტაიმის მიწურულს კი, დავითმა დუბლი გაიფორმა.
72-ე წუთზე ჩვენებურმა იანკოვსკი მეკარეს პირისპირ შეატოვა და დუბლთან ერთად საგოლე პასის ავტორიც გახდა.
მიმდინარე სეზონში სიხრტლაძეს პოლონეთის ექსტრაკლასაში ჩატარებულ 7 მატჩში 4 გოლი დაუგროვდა. „არკას“ კი, 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიციაზე იმყოფება.