ფეხბურთი

23:40 | 21.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ ოქტომბრის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. „სელესაოს“ დაუბრუნდა „ფლამენგოს“ თავდამსხმელი გაბიგოლი, რომელიც ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაშია.

ტიტემ მას ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების შანსი სამწლიანი პაუზის შემდეგ მისცა. სრული შემადგენლობა კი ასეთია:

მეკარეები: ედერსონი (სიტი, ინგლისი), სანტოსი (ატლეტიკო პარანაენსე), ვევერტონი (პალმეირასი)

მცველები: დანილო (იუვენტუსი, იტალია), დანი ალვეში (სან პაულუ), ალექს სანდრო (იუვენტუსი, იტალია), რენან ლოდი (ატლეტიკო, ესპანეთი), ტიაგო სილვა (პსჟ, საფრანგეთი), ედერ მილიტაო (რეალი, ესპანეთი), როდრიგო კაიო (ფლამენგო), მარკინიოსი (პსჟ, საფრანგეთი)

ნახევარმცველები: კაზემირო (რეალი, ესპანეთი), მატეუს ენრიკე (გრემიო), ფაბინიო (ლივერპული, ესპანეთი), არტური (ბარსელონა, ესპანეთი), ფილიპე კოუტინიო (ბაიერნი, გერმანია), ლუკას პაკეტა (მილანი, იტალია)

თავდამსხმელები: ევერტონი (გრემიო), ნეიმარი (პსჟ, საფრანგეთი), რიშარლისონი (ევერტონი, ინგლისი), რობერტო ფირმინო (ლივერპული, ინგლისი), გაბრიელ ბარბოსა „გაბიგოლი“ (ფლამენგო), გაბრიელ ჟესუსი (სიტი, ინგლისი)

შეგახსენებთ, რომ ბრაზილია 10 და 13 ოქტომბერს ამხანაგურ მატჩებს სენეგალისა და ნიგერიის ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.122861