იტალიური „მონცას“ მეპატრონე სილვიო ბერლუსკონი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი ახლანდელ „მილანს“ ადვილად, 3:0-ს მოუგებს. სილვიოს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრის ორგანიზება აქვს გადაწყვეტილია, რომ „მონცა“ ლომბარდიულ გრანდს აჯობებს.
„მე ვესაუბრე „მილანის“ პრეზიდენტს და შევთავაზე ამხანაგური მატჩის ორგანიზება. ჩვენ 3:0 გავიმარჯვებთ“, - თქვა ბერლუსკონიმ.
შეგახსენებთ, სილვიო ბერლუსკონის სახელს უკავშირდება „მილანის“ ოქროს ხანა. „მონცა“ კი გასულ წელს შეიძინა და ეს გუნდი სერია C-ში თამაშობს, სადაც 4 ტურის შემდეგ 4 გამარჯვებით ლიდერია.