ფეხბურთი

1:16 | 21.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "რეალში" დაბრუნება არ მინდა"

ჟოზე მოურინიომ მადრიდის „რეალში“ დაბრუნება გამორიცხა. პორტუგალიელი სპეციალისტი მოხიბლული არაა ზინედინ ზიდანის შესაძლოა შეცვლის იდეით.

„რეალში“ დაბრუნების არ მომწონს, უბრალოდ იმიტომ, რომ „სამეფო კლუბს“ მწვრთნელი უკვე ჰყავს. ეს ტყუილი არაა, ვიმედოვნებ, რომ ზიდანისთვის სიტუაცია დაწყნარდება.

ჩემი მომავალი? ამჟამად ვცდილობ გავერთო და რაღაც ახალი ვისწავლო. მაგალითად, გერმანული, რადგან ერთ დღეს შეიძლება იქ მუშაობა მომიწიოს“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, ესპანური მედია ზიდანის შესაძლო გათავისუფლებაზე წერს და მის მემკვიდრეთა შორის ჟოზე მოურინიოს ასახელებს. ასევე განიხილება მასიმილიანო ალეგრისა და ჩაბი ალონსოს კანდიდატურებიც.

0.123158