სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

16:42 | 20.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი შესაძლოა ალეგრიმ შეცვალოს

მადრიდის „რეალმა“ შესაძლოა უახლოეს პერიოდში მთავარი მწვრთნელი შეიცვალოს. ესპანური მედიის ცნობით, ფლორენტინო პერესი ზინედინ ზიდანის გაწეული სამსახურით კმაყოფილი არაა და ახალ თავკაცს ეძებს.

მთავარ ფავორიტად მასიმილიანო ალეგრი სახელდება, რომელიც ტურინის „იუვენტუსიდან“ წასვლის შემდეგ უმუშევარია.

გარდა ამისა,დასახელდა ჟოზე მოურინიოს გვარცი, რომელსაც „სამეფო კლუბში“ ადრეც უმუშავია და ჩაბი ალონსოს კანდიდატურაც. ესპანელი შარშან „რეალის“ აკადემიაში მუშაობდა, ხოლო წელს სან სებასტიანის „სოსიედადის“ მეორე გუნდის მთავარი მწვრთნელია.

შეგახსენებთ, რომ „რეალისთვის“ სეზონი საკმაოდ წარუმატებლად დაიწყო და ეპანეთის ჩემპიონატის 4 ტურში მხოლოდ 8 ქულა დააგროვა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-თან 0:3 განადგურდა და კარში არ დაურტყამს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.116477