ჭიდაობა

14:44 | 20.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილი და ირაკლი მწითური ნახევარფინალში იჭიდავებენ

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღე საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის.

დღეს აპარეზობაში ოთხი ქართველი ფალავანი ჩაერთო და ორმა ნახევარფინალის საგზურის მოპოვებაც შეძლო და სულ ცოტა ხანში ფინალის საგზურისთვის ბრძოლას დაიწყებენ.

92 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი მწითურმა პირველი შეხვედრა უნგრელ ბენდეგუზ ტოტთან ჩაატარა და აშკარა უპირატესობით, 8:0 იმარჯვა. მეოთხედფინალში ქართველმა იაპონელ ტაკუმა ოტსუსაც ადვილად (5:0) აჯობა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ამერიკელ მაიკლ კოქსის დაეჭიდება.

125 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გენო პეტრიაშვილი შეჯიბრში მერვედფინალიდან ჩაერთო და პირველივე დაპირსპირება კოსოვოელ ეგზონ შალას ძალიან ადვილად, 13:2 მოუგო. გენოს პრობლემა არც მეოთხედფინალში შექმნია, სადაც სირიელ ბადზა ხუტაბას 14:4 აჯობა და ნახევარფინალში უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანივსკის დაუპირისპირდება.

70 კგ წონით კატეგორიაი ზურაბ იაკობიშვილმა კვალიფიკაციაში მოლდოველ მიჰაილ სავას 2:1 ჯობა, თუმცა მერვედფინალში რუსეთის წარმომადგენელ დავიდ ბაევთან ვერაფერი გააწყო და 0:7 დაამარცხდა. იაკობაშვილს მედლის მოპოვების შანსი მაინც რჩება, რადგან ბაევი ნახევარფინალშია და თუ ფინალში გასვლას შეძლებს, ქართველი ფალავანი რეპეშაჟში ჩაერთვება და ბრინჯაოს მედლის შანსი გაუჩნდება.

74 კგ წონით კატეგორიაში წარუმატებლას იასპარეზეა ავთანდილ კენჭაძემ, რომელიც 1/8 ფინალში ფრანგ ზელიმხან ხაჯიევთან 2:8 დამარცხდა. თავის მხრივ ხაჯიევი ნახევარფინალში იტალიელ ფრან ჩამოზოს ხვდება და თუ იმარჯვებს, კენჭაძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჩაერთვება.

0.118147