ცნობილი გახდა კალუმ ჰადსონ-ოდოის „ჩელსისთან“ ახალი კონტრაქტის დეტალები. Goal.com-ს ინფორმაციით, 18 წლის ფეხბურთელი ამიერიდან კვირაში ჯამაგირად 150 ათას გირვანქას (170 ათასი ევრო) მიიღებს. ბონუსების დამატებით, ეს თანხა, შესაძლოა, 180 ათას გირვანქამდე (თითქმის 205 ათასი ევრო) გაიზარდოს.
ჰადსონ-ოდოის ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. მიმდინარე სეზონში მას, აქილევსის მყესის ტრავმის გამო, არცერთი მატჩი უთამაშია „არისტოკრატების“ შემადგენლობაში.
კალუმი „ჩელსის“ აკადემიის აღზრდილია.