სხვა

12:47 | 20.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა რიუდენს მოუგო და ოძეკის ტიტულის დასაცავად ბრძოლას აგრძელებს! (+VIDEO)

აკი ბაშოს მე-13 საშეჯიბრო დღე წარმატებული გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის, რადგან როგორც თეიმურაზ ჯუღელმა, ისევე ლევან გორგაძემ დღე გამარჯებებით დაასრულეს.

ტოჩინოშინი მეხუღე მაეგაშირა რიუდენს დაუპირისპირდა და იორიკიის ილეთით დაამარცხა. ჩვენებურმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და ოძეკის ტიტულის დასაცავად ბრძოლას აგრძელებს.

ტოჩის აღნიშნული გამარჯვებით 6 მოგების საპირისპიროდ 7 მარცხი აქვს და დარჩენილი 2 ორთაბრძოლიდან ორივე უნდა მოიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ოძეკის პრესტიჟულ წოდებას დაკარგავს და მისი დაბრუნება მომდევნო ბაშოზე მოუწევს, ამისთვის კი მინიმუმ 10 ორთაბრძოლის მოგება იქნება საჭირო, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ჩვენებურს ამის საჭიროება არ გაუხდება.

აღნიშნული წყვილი ერთმანეთს მესამედ შეხვდა და ურთიერთშეხვედრებში ლევანს დადებითი ბალანსი - 2 მოგება და 1 მარცხი აქვს. რაც შეეხება რიუდენს, მას წლის მეხუთე სუპერტურნირზე ტოჩის მსგავსად 6 მოგების წილ 7 მარცხი აქვს.

ჩვენებურის მომდევნო მეტოქე მეექვსე მაეგაშირა მიიოგირიუ იქნება, რომელსაც გორგაძე აქამდე 21-ჯერ შეხვედრილა და 12 ორთაბრძოლა მოიგო, 9 კი მარცხით დაასრულა.

რაც შეეხება სხვა სუმოისტებს: სექტემბრის ბაშოს 10:3-ზე ბალანსით მიტაკეუმი, ცურუგიშო და ტაკაკეიშო ლიდერობენ. 9:4-ზე ბალანსი კი იუტაკაიამას, გოეიდოს, ასანოიამას, ტაკარაფუჯის, მეისეის და ასანოიამას აქვთ.

0.121106