სხვა

12:21 | 20.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და სეკიტორის წოდების შესანარჩუნებლად იბრძვის (+VIDEO)

აკი ბაშოს მე-13 საშეჯიბრო დღეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა თეიმურაზ ჯუღელმა. გაგამარუ ჯურიოს მეექვსე ნომერ მიტორიუს დაუპირისპირდა და მისი დამარცხება იორიკირის ილეთით მოახერხა.

ქართველი გოლიათი მეტოქეს ორთაბრძოლის დაწყებისთანავე ძლიერად მიაწვა, მასზე უპირატესობა მოიპოვა და დოჰიოს მიღმა ადვილად გადაიყვანა და მე-5 გამარჯვება მიითვალა.

ეს აღნიშნული წყვილის მე-8 დაპირისპირება იყო და ურთიერთშეხვედრებში მოგება წაგების ბალანსი გათანაბრდა - 4:4-ზე. მიმდინარე ბაშოზე კი მიტორიუსაც გაგას მაგავსად 5 მოგების წილ 8 მარცხი აქვს.

ამრიგადა, გაგამარუს სეკიტორის წოდების შესანარჩუნებლად და ელიტარულ სუმოისტთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად დარჩენილი 2 ორთაბრძოლიდან მინიმუმ ერთის მოგება მართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვედა ლიგაში დაქვეითდება.

ჩვენებურის მომავალი მეტოქე კი კოტოტებაკარი იქნება, რომელსაც აქამდე არასოდეს შეხვედრილა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117251