ისტორია

9:47 | 20.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

20 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1983 წლის 20 სექტემბერს დაიბადა დავით ზირაქაშვილი. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და საფრანგეთის “კლერმონის” მოთამაშე. 2003, 2007, 2015 წლების მსოფლიოს თასის მონაწილე. 2010 წელს გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და დასახელდა საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად. ზირაქაშვილი პირველი ქართველი მორაგბეა, რომელმაც მსოფლიო ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1879. ბელფასტში დაარსდა ყველაზე ძველი ჩრდილოირლანდიური საფეხბურთო კლუბი “კლიფტონვილი”. მისი დამაარსებელი სავაჭრო სახლის "Irish Tweed House"-ის მენეჯერი ჯონ მაკალერი გახლავთ. მანვე ერთი წლის შემდეგ ჩამოაყალიბა ირლანდიის საფეხბურთო ასოციაცია (1921 წლამდე ირლანდია ერთიანი ქვეყანა იყო). “კლიფტონვილი” ორჯერ გახდა ერთიანი ირლანდიის ჩემპიონი, ერთხელ კი ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონი გახდა. თითოჯერ აქვს მოგებული ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის თასები. 2004 წელს მოიგო ჩრდილოეთ ირლანდიის ლიგის თასი.

1896. ამერიკის პირველი მარათონული გარბენი ჯონ მაკდერმოტმა მოიგო.

1939. ჯო ლუისმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ბობ პასტორი მეთერთმეტე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1942. ნაცისტურ გერმანიაში ჩატარებულ მძლეოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 1500-დან 3000 მეტრ დისტანციაზე რბენაში ადგილობრივმა სპორტსმენმა გიუნტერ ჰაგმა მსოფლიოს რეკორდული მაჩვენებლებით მოიპოვა პირველობა.

1957. თბილისის ”დინამომ” ავსტრიული ტურნეს პირველ მატჩში, ვენაში ავსტრიის მეორე ნაკრებთან 0:1 წააგო. ”დინამო”: კოტრიკაძე, ელოშვილი, ძიაპშიპა, ხოჭოლავა, ღოღობერიძე, რამიშვილი, ხასაია, ბარქაია, ჭკუასელი, იამანიძე, ქვლივიძე. გუნდს ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.

1972. იტალიისა და იუგოსლავიის საფეხბურთო ნაკრებთა მატჩში “სკუადრა აძურას” მეკარის დინო ძოფის “მშრალი სერია” დაიწყო. 1974 წლის 15 ივნისამდე 1143 წუთის განმავლობაში იტალიელთა ნაკრების კარის დალაშქვრას ვერავინ ახერხებდა. ძოფის სერია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰაიტელმა ფორვარდმა სანონმა შეწყვიტა.

1973. ამერიკელმა ჩოგბურთელმა ქალმა ბილი ჯინ კინგმა მამაკაც პროფესიონალ მოთამაშე ბობი რიგზს მატჩი მოუგო.

1987. ლეგენდარულმა ფრანგმა პილოტმა ალენ პროსტმა ფორმულა1-ის შეჯიბრებაში თავისი 28-ე რბოლა მოიგო.

1987. კიევის “დინამოსა” და მოსკოვის “სპარტაკის” საფეხბურთო მატჩის წინ საბჭოთა კავშირში გულშემატკივართა ყველაზე დიდი შეხლა-შემოხლა მოხდა. შეხვედრა მოსკოველებმა ჩერენკოვის გოლის წყალობით 1:0 მოიგეს, რითაც განაწყენებულმა კიეველმა ფანატებმა ვაგზლის ტერიტორიაზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ “სპარტაკის” მომხრეებზე იერიში მიიტანეს.

1988. ამერიკელმა წყალში მხტომელმა გრეგ ლუგანისმა სეულის ოლიმპიადის მსვლელობისას კოშკურიდან ხტომაში ჩემპიონობა მოიპოვა. წინა დღით ლუგანისმა ტრამპლინიდან ხტომისას თავი ბორტს ჩამოიარტყა და ტრავმა მიიღო, თუმცა, ექიმთა აკრძალვის მიუხედავად, კოშკურზე ასპარეზობაში მონაწილეობა მაინც მიიღო.

1996. პროფესიულ დონეზე გამოსვლისას პირველი გოლი გაიტანა ნიკოლა ანელკამ. მაშინ იგი 17 წლისა იყო, პარიზის პსჯ-ის ღირსებას იცავდა, გოლი კი “ლანსს” გაუტანა.

2002. თბილისის ”დინამომ” უეფას თასის პირველი რაუნდის პირველ მატჩში, ჩეხეთის ლიბერეცის ”სლოვანთან” 2:3 წააგო. ქართველთაგან გოლები ვიტალი დარასელიამ და გიორგი ანჩაბაძემ გაიტანეს. ”დინამო”: ზოიძე, ვაშაკიძე, შაშიაშვილი, ამისულაშვილი, გოგობერიშვილი, სახვაძე, სამხარაძე, ბურდული, ანჩაბაძე, დარასელია, ახალაია (მიქაძე). გუნდს ივო შუშაკი წვრთნიდა.

2002. შვეციის დედაქალაქ სტოკჰოლმში სტამბოლის “ფენერბახჩეს” დირექტორატის ორი წევრი დააპატიმრეს. კლუბის საკადრო პოლიტიკისა და საგარეო ურთიერთობათა ხელმძღვანელებს 44 წლის ვოლკან ბალისა და 39 წლის კაზიმ ალნედაგს ბრალად იმ თურქი გულშემატკივრის ფიზიკური შეურაცხყოფა დასდეს ბრალად, რომელსაც “გალათასარაის” მაისური ეცვა. იმ დღეს “ფენერბახჩემ” უეფას თასის მატცში ადგილობრივ აიკ-თან 3:3 ითამაშა.

2003. “ნაპოლის” 20 წლის გულშემატკივარი სერჯიო ერკოლანო “აველინოსთან” მატჩზე დასასწრებად სტადიონზე უბილეთოდ შესვლას ცდილობდა, დამცავ ღობეზე აძვრა, საიდანაც გადმოვარდა და მიღებული ტრავმების გამო გარდაიცვალა.

2004. მადრიდის “რეალის” მთავარმწვრთნელობიდან ხოსე ანტონიო კამაჩო გადადგა.

2006. ტოკიოს ბაშოზე კოკაიმ პირველი მაეგაშირა როჰო (იგივე სოსლან ბარაძოვი) დაამარცხა.

2006. ერთ-ერთ ინგლისურ ტელეარხზე გავიდა გადაცემა, რომელშიც მოთხრობილი იყო მექანიზმებზე, რომლებითაც კლუბების მწვრთნელები და განსაკუთრებით პრეზიდენტები ფეხბურთელებთან ხელშეკრულების გაფორმებისას ქრთამს იღებდნენ. ბრიტანელი ტელეჟურნალისტების ვერსიით, სატრანსფერო ხელშეკრულების გაფორმების უმრავლეს შემთხვევებში “შავი ფული” ტრიალებს.

2007. ბაქოში გამართულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 66 კგ წონითი კატეგორიის წარმომადგენელმა ოთარ თუშიშვილმა მე-3 ადგილი დაიკავა.

2007. იტალიის ნაკრების, “რომასა” და “ინტერის” ყოფილმა ნახევარმცველმა, ლუიჯი დი ბიაჯომ აქტიური საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

2007. ორმხრივი შთანხმების თანახმად ლონდონური “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტი ჟოზე მოურინიომ დატოვა. კლუბი პორტუგალიელი სპეციალისტისთვის 20 მილიონი გირვანქის გადახდას დათანხმდა.

2013. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის მასპინძლობის მსურველი ქვეყნების სია დაარეგისტრირა.განაცხადების მიღების ვადა ამოიწურა და გახდა ცნობილი კანდიდატთა სრული რაოდენობა. ევროპირველობის მასპინძლობა 32 ქვეყანას სურდა. ესენი არიან: ინგლისი (ლონდონი), აზერბაიჯანი (ბაქო), სომხეთი (ერევანი), ბელარუსი (მინსკი), ბელგია (ბრიუსელი), ბულგარეთი (სოფია), მაკედონია (სკოპიე), უნგრეთი (ბუდაპეშტი), გერმანია (მიუნხენი), საბერძნეთი (ათენი), დანია (კოპენჰაგენი), ისრაელი (იერუსალიმი), ირლანდია (დუბლინი), ესპანეთი (მადრიდი, ბარსელონა, ბილბაო, ვალენსია), იტალია (რომი, მილანი), ყაზახეთი (ასტანა), ნიდერლანდები (ამსტერდამი), პოლონეთი (ვარშავა, ხოჟუვი), პორტუგალია (ლისაბონი, პორტუ), რუსეთი (სანქტ-პეტერბურგი), რუმინეთი (ბუქარესტი), სერბეთი (ბელგრადი), თურქეთი (სტამბოლი), უკრაინა (კიევი, დონეცკი), უელსი (კარდიფი), ფინეთი (ჰელსინკი), საფრანგეთი (ლიონი), ხორვატია (ზაგრები), ჩეხეთი (პრაღა), შვეიცარია (ბაზელი), შვედეთი (სოლნა), შოტლანდია (გლაზგო).

ამ დღეს დაიბადნენ

1873. რობერტ ვრენა. ამერიკელი ჩოგბურთელი. 1893 წელს მოიგო აშშ-ის ღია პირველობა.

1910. ჟან-ბაპტისტ ლებრანი. ფრანგი აფროსანი. 1932 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (ფინის სტილი).

1917. არნოლდ აუერბახი. ამერიკელი საკალათბურთო მწვრთნელი. ხელმძღვანელობდა ლეგენდარულ ”ბოსტონ სელტიკს”, რომელსაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონობა არაერთხელ მოაგებინა.

1917. ობდულიო ვარელა. ურუგვაის ნაკრების ფორვარდი და ჰავბეკი 1939-54 წლებში. მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონი. ბრაზილიაში ჩატარებულ მუნდიალზე ურუგვაელთა კაპიტანი იყო. 1942 წელს გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. ურუგვაის ნაკრებში ჩაატარა 45 მატჩი, გაიტანა 9 გოლი. მონტევიდეოს “პენიაროლის” შემადგენლობაში ექვსჯერ გახდა ურუგვაის ჩემპიონი. ობდულიო ვარელა 1996 წლის 2 აგვისტოს გარდაიცვალა.

1948. ფრენკ ლამპარდი. 1969-85 წლებში ლონდონის “ვესტ ჰემ იუნაიტედის” მცველი. ორჯერ მოიპოვა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი. “ჩაქუჩთა” შემადგენლობაში ჩაატარა 532 მატჩი, გაიტანა 18 გოლი. “ვესტ ჰემისა” და “ჩელსის” ჰავბეკის ფრანკ ლამპარდის მამა. 1981 წელს თბილისში თასების თასის განმეორებით მეოთხედფინალურ მატჩში “დინამოს” წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა აღმოსავლეთლონდონელებმა 1;0 მოიგეს.

1951. გი ლეფლერი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჰოკეისტი. ამპლუით ფორვარდმა ლეფლერმა სპორტული კარიერის დიდი ნაწილი ”მონრეალ კანადიენსში” გაატარა.

1953. იოზეფ მლინარჩიკი. 1979-86 წლებში პოლონეთის ნაკრების მეკარე. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. მსოფლიოს 19856 წლის ჩემპიონატის მონაწილე. პოლონეთის ნაკრებში ჩაატარა 42 მატჩი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა ლოძის “ვიძევსა” და “პორტუში”. პორტუგალიელთა რიგებში გამოსვლისას 1987 წელს მოპივა ჩემპიონთა და საკონტინენტთაშორისო თასები, ევროპის სუპერთასი. მოპოვებული აქვს პორტუგალიის თასი. პოლონეთის ორგზის ჩემპიონი. იყო “პორტუს” მეკარეთა მწვრთნელი. 2008 წლიდან პოზნანის “ლეხის” მეკარეთა დამრიგებელია.

1957. ვლადიმირ ტკაჩენკო. საბჭოთა კალათბურთელი. ამპლუით მეფარე (220 სმ). იცავდა საბჭოთა კავშირის ნაკრების, კიევის ”სტროიტელისა” და მოსკოვის ცსკას ღირსებას. 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 1976 და 1980 წლების ოლიმპიადების პრიზიორი. ევროპის სამგზის ჩემპიონი.

1959. ლესლი ტომპსონი. კანადელი ნიჩბოსანი. 1992 და 1996 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.

1961. ერვინ კუმანი. ჰოლანდიის ნაკრების, პსვ-სა და ”გრონინგენის” ფეხბურთელი. 1988 წლის ევროპის ჩემპიონი. ჰოლანდიის ნაკრებში ჩაატარა 31 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ბელგიური “მეხელენის” შემადგენლობაში 1988 წელს მოიპოვა თასების თასი და ევროპის სუპერთასი. ბელგიის ჩემპიონი.

1971. ჰენრიკ ლარსონი. შვედეთის ნაკრების, “ჰიოგებორგის,” “ჰელსინბორგის,” “ფეიენოორდის,” ”სელტიკის,” ”ბარსელონას” და “მანჩესტერ იუნაიტედის” გოლეადორი. ჰოლანდიის, შოტლანდიისა და ინგლისის ჩემპიონი. 2006 წელს “ბარსელონას” შემადგენლობაში მოიგო ჩემპიონთა ლიგის თასი. 2003 წლის უეფას თასის გათამაშების ფინალისტი. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მონაწილე.

1975. ხუან პაბლო მონტოია. კოლუმბიელი ავტოპილოტი. მოგებული აქვს ფორმულა1-ის გრან-პრის ოთხი რბოლა. 2005 წლიდან ”მაკლარენ-მერსედესის” გუნდის წევრია.

1976. ბონზი უელსი. ”მემფის გრიზლის” მსროლელი-ფორვარდი (193 სმ).

1983. დავით ზირაქაშვილი. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და საფრანგეთის “კლერმონის” მოთამაშე. 2003, 2007, 2015 წლების მსოფლიოს თასის მონაწილე. 2010 წელს გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და დასახელდა საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად. ზირაქაშვილი პირველი ქართველი მორაგბეა, რომელმაც მსოფლიო ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა.

0.126866