„ბარსელონას“ მთავარვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, საკუთარი ტანსაცმლის ბრენდი შექმნა. მისი და, მარია სოლი, პროექტის ბრენდ-მენეჯერი გახდა, ჯინი ჰილფიგერთან ერთად, რომელიც ცნობილი ამერიკელი დიზაინერის, ტომი ჰილფიგერის და გახლავთ.
პირველი კოლიქცია, რომელიც პრეზენტაციის დროს წარმოადგინეს, უკვე გაყიდვაშია. ფასები მეტ-ნაკლებად მისაღებია. მაგალითად, მაისურა 60 დოლარი ღირს, პოლო - 90.
„ძალიან გახარებული და კმაყოფილი ვარ საკუთარი ტანსაცმლის ბრენდის წარდგენით. პირველი კოლექცია უკვე გაყიდვაშია და ყველასათვის ხელმისაწვდომია. გეხუტებით.“ - წერს თავის ტვიტერში მესი.
ასორტიმენტის ნახვა შეასძლებელია საიტზე Themessistore.com.