ფეხბურთი

2:39 | 20.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი ხუთ საუკეთესო მეგობარს თვეში 11 ათასი ევროთი აფინანსებს

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი ხუთ საუკეთესო მეგობარს ყოველთვიურად აფინანსებს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბრაზილიელმა 5 საუკეთესო მეგობარი შეარჩია და თვეში 11 ევროს აძლევს.

ჟილმარ არაუხო, ალვარო კოსტა, გილერმე პიატა, ჟო ამანსიო და გუსტავო ალმეიდა არიან ნეიმარის იღბლიანი მეგობრები, რომლებიც ფულადი ჯილდოს გარდა, ბრაზილიელი ვარსკვლავის პარიზის ვილასაც იზიარებენ.

გულახდილად რომ ვთქვათ, ნეიმარის ყოველთვიური გასამრჯელოდან გამომდინარე 11 ათასი ევრო მის ჯიბეს დიდად ნამდვილად არ დაეტყობა, მაგრამ ნამდვილად დიდსულოვანი და ლამაზი საქციელია.

თეგებინეიმარიპსჟ
სტატისტიკა
0.260904