ფეხბურთი

2:06 | 20.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

გრინვუდი "მანჩესტერის" ისტორიაში შევიდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ 17 წლის შემტევი მეისონ გრინვუდი კლუბის ისტორიაში შევიდა. ინგლისელი გახდა „წითელი ეშმაკების“ ისტორიაში XXI საუკუნეში (2001 წელს) დაბადებული პირველი ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა.

გრინვუდმა ევროპა ლიგის პირველ ტურში ყაზახური „ასტანა“ 73-ე წუთზე დამწუხრა, სადებიუტო გოლი ჩაიწერა აქტივში და მატჩის გმირი გახდა.

თუ თინეიჯერ ფეხბურთელს ეს დღე ალბათ არასდროს დაავიწყდება, „მანჩესტერისთვის“ მაინცდამაინც დაუვიწყარი არაფერი მომხდარა, რადგან ოლე გუნარ სულშერის გუნდმა „ოლდ ტრაფორდზე“ „ასტანას“ ოდენ 1:0 აჯობა.

სტატისტიკა
0.352473