ფეხბურთი

1:35 | 20.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლორის კარიუსის მორიგი "გმირობა" (+VIDEO)

სტამბოლის „ბეშითქაშის“ მეკარის ლორის კარიუსის ხსენებაზე ალბათ ბევრს პირველ რიგში კომიკურ ვითარებაში გაშვებული გოლები და შეცდომები ახსენდება.

გერმანელი როგორც ჩანს, ვერც ახალ სეზონში მოიშლის ჩვეულ „სტაბილურობას“ და საქმეს უკვე შეუდგა. ევროპა ლიგის პირველ ტურში „არწივები“ ბრატისლავაში „სლოვანს“ ესტუმრნენ და მე-14 წუთზე რომ აგებდნენ, ეს პირადად კარიუსის დამსახურება იყო.

ლორისი კარიდან დაუფიქრებლად გამოვიდა, ბურთი თავზე გადააფრინდა და ანდრას სპორარმა ცარიელი კარის წინ საჩუქარი შეირგო. ბუნებრივია, კარიუსისგან მსგავსი შეცდომები უკვე არავის აკვირვებს, უფრო მეტიც ახლა ისაა საინტერესო, ახალს რას მოიფიქრებს „ლივერპულის“ ყოფილი კარის დარაჯი.

რაც შეეხება შეხვედრას, „ბეშიქთაშმა“ კომიკური გოლის მიუხედავად დაწინაურება შეძლო, ტაიმი მოიგო კიდეც, მაგრამ შესვენების შემდეგ სამი უპასუხო გოლი გაუშვა და 2:4 დამარცხდა.

0.12009