ჩოგბურთი

23:30 | 19.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი მეცის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის (Moselle Open) მეოთხედფინალში გავიდა. მსოფლიოს მე-17 ნომერმა, რომელიც ტურნირზე მეორე ნომრადაა განთესილი გერმანელი იანიკ მადენი 6:2, 7:6 დაამარცხა. ბასილაშვილმა 14 ეისი შეასრულა და ოთხი ორმაგი შეცდომა დაუშვა.

შემდეგ ეტაპზე ნიკოლოზის მეტოქე ჟო-ვილფრიდ ცონგა იქნება. ქართველი და ფრანგი აქამდე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ანგარიშია 1:1. 2017 წელს ლიონში ფრანგმა ქართველი 6:2, 3:6, 6:1 დაამარცხა, ხოლო ნიკოლოზმა ჟო-ვილფრიდს მიმდინარე წელს ასევე ლიონში მოუგო - 6:4, 6:4.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124707