ფეხბურთი

23:08 | 19.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰადსონ-ოდოიმ "ჩელსისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ინგლისის ეროვნული ნაკრების 18 წლის შემტევმა კალუმ ჰადსონ-ოდოიმ ლონდონის "ჩელსისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. როგორც "არისტოკრატების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელი კლუბში 2024 წლის ივლისამდე დარჩება.

ჰადსონ-ოდოი "ჩელსის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2019 წლის იანვარში დააწინაურეს. კალუმმა "არისტორატების" მაისურით 28 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111616