ფეხბურთი

19:18 | 19.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიული გადაწყვეტილება: ირანში ქალბატონებს სტადიონზე შესვლის უფლება ექნებათ

ირანში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და თითქმის 40 წლის შემდეგ ქალბატონებს სტადიონზე შესვლის უფლება დართეს. თავდაპირველად ნაწილობრივ, რადგან ეს უფლება მხოლოდ ირანის ეროვნული ნაკრების თამაშებზე გავრცელდება.

აღნიშნული ცნობა ირანის სპორტის მინისტრმა მასუდ სოლტანიფარმა გაავრცელა. თეირანში, სტადიონ „აზადზე“ შეიქმნა ცალკეული შესასვლელები, რომლებიც განკუთვნილი იქნება მხოლოდ ქალებისთვის. შესაბამისად, ისინი მატჩებს უყურებენ, ოღონდ განცალკევებით და არა მამაკაცებთან ერთად.

ისტორიულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ფიფას პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს მიმართვა, რომლის განცხადება ფიფას ვებგვერდზე გამოქვეყნდა:

„ვიმედოვნებთ, რომ ირანის ფეხბურთის ფედერაცია და ხელისუფლება მიიღებენ ჩვენს განმეორებით მოწოდებას, რომ შეცვალონ ეს მიუღებელი ვითარება. ჩვენ ბევრჯერ დავუკავშირდით მათ და ჩვენი პოზიცია ნათელია: ქალებს უნდა შეეძლოთ სტადიონზე შესვლა“.

ოქტომბრიდან, მომდევნო საერთაშორისო მატჩებზე ქალებს მართლაც შეეძლებათ სტადიონზე შესვლა და შეხვედრის ყურება, რომელშიც ირანი კამბოჯას დაუპირისპირდება.

აღნიშნული კამპანიის მთავარი მამოძრავებელი კი 29 წლის საჰარ კოდაიარი გახლვათ, რომელმაც პროტესტის ნიშნად სასამართლოს წინ თავი დაიწვა და სხეულის დამწვრობით გარდაიცვალა. საჰარი ითხოვდა, რომ ირანში ქალბატონებს სტადიონიდან თამაშის ყურების შესაძლებლობა ჰქონოდათ. აღსანიშნავია, რომ ირანი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მსგავსი აკრძალვა არსებობს.

თეგებიირანიფიფა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10524