საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „დინამო თბილისში“ გააგრძელებს. ეს ინფორმაცია ეროვნული ლიგისა და "დინამოს" ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
მჭედლიძე „დინამოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 10-ნომრიანი მაისური მოირგო. ამრიგად, ლევანი საქართველოში 13-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. მეტიც, პროფესიონალურ კარიერაში მისთვის „დინამო“ პირველი ქართული გუნდი იქნება.
აქამდე მჭედლიძეს მხოლოდ იტალიაში, ჯერ „პალერმოს“ (2008-2010) და შემდეგ „ემპოლის“ (2010-2019) რიგებში უთამაშია. 29 წლის ფორვარდი 2006-2008 წლებში სწორედ ემპოლელთა აკადემიაში ირჯებოდა.
იტალიურ კარიერაში მჭედლიძემ 175 თამაშში 21 გოლის გატანა მოახერხა, საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 32 მატჩში 2 გოლი მიითვალა.