სხვა

12:21 | 19.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ აკი ბაშოზე მერვე მარცხი განიცადა და უარყოფით ბალანსზე გავიდა

აკი ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღეს მერვე მარცხი განიცადა და უარყოფით ბალანსზე გავიდა თეიმურაზ ჯუღელი. გაგამარუ ჯურიოს მე-14 ნომერ კირიბაიამას დაუპირისპირდა და შიტატენაგეს ილეთით დამარცხდა.

გაგამ შეტაკებისთანავე უპირატესობა მოიპოვა და კოტენაგეს მცდელობა ჰქონდა, თუმცა ორთაბრძოლისას თავი ვერ შეინაგრა და დიჰიოს ხელი შეახო.

ეს აღნიშნული წყვილის მესამე დაპირისპირება გახლდათ და ქართველი გოლიათის ანგარიშზე 1 მოგება და 2 მარცხია. დღევანდელ მეტოქეს კი მიმდინარე ბაშოზე მოგება-წაგების თანაბარი ბალანსი აქვს - 6:6-ზე.

ჩვენებურს წლის მეხუთე სუპერტურნირზე 4 მოგწბის წილ 8 წაგება დაუგროვდა და რთულ ვითარებაშია, რადგან ელიტარულ სუმოისტთა შორის ადგილის შესაბარჩუნებლდ დარჩენილი 3 ორთაბრძოლიდან მინიმუმ ორის მოგება მართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვედა ლიგაში დაქვეითდება.

გაგამარუს მომდევნო მეტოქე კი ჯურიოს მე-6 ნომერი მიტორიუ იქნება, რომელსაც შემოდგომის სუპერტურნირზე 5 მოგების საპირისპიროდ 7 მარცხი აქვს. რაც შეეხება ქართველთან ურთიერთშეხვედრებს, აღნიშნული წყვილი აქამდე 7-ჯერ შეხვედრილა და 3 შემთხვევაში ჯუღელმა მოიგო, ოთხში კი მარცხი განიცადა.

0.116622