თამაშგარე

10:48 | 19.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

უეინ რუნი ცოლს შეურიგდა

როგორც ჩვენში იტყვიან: “ხშირად ისე არა წვიმს როგორც ქუხს“ და ამ შეგონებას თუკი გავყვებით აუცილებლად მივალთ ვეტერანი ინგლისელი მობურთალის, უეინ რუნის ოჯახამდე, სადაც ადრეც გაუწყებდით, რომ დიდი სკანდალი ტრიალებდა. უეინი და მისი ცოლი გაყრის პირას იყვნენ მისულნი.

სკანდალი ცხადია რუნის ღალატს ეხებოდა და უეინის ცოლი, კაპარჩხანა კოლინი იძახდა, რომ რუნის სახლში გამჩერებელი არ იყო და მათ შორის იდილიური ურთიერთობა (რომელიც როგორც ბრიტანელი მოკალმეები ამბობენ არასოდეს ყოფილა) საბოლოოდ დამთავრდა.

ახლა კი გაირკვა, რომ რუნების ოჯახის თავზე “შავი ღრუბლები“ გადაყრილა და წყვილი კვლავ ერთად გამოჩნდა საზოგადოებაში. ამ დიად შერიგებაზე არც უეინი და არც კოლინი კომენტარს აღარ აკეთებენ, მაგრამ სადაც იდილია და ჩიტების ჟღურტულია, იქ კომენტარი და ზედმეტი ლაყაფი ყოველთვის უადგილოა.

0.118507