ქართველი ლეგიონერები

18:17 | 18.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კალანდაძე ფრანგულ კლუბში გადავიდა

ეროვნული ნაკრებისა და თბილისის „პეგასის“ 17 წლის ხელბურთელი, ნიკოლოზ კალანდაძე კარიერას ფრანგულ კლუბ „შამბერიში“ გააგრძელებს.

ტრანსფერის ოფიციალური სერთიფიკატი საქართველოს ხელბურთის ფედერაციაში დღეს მოვიდა. 18 სექტემბრიდან კალანდაძეს ოფიციალურად აქვს ფრანგულ კლუბში თამაშის უფლება.

„შამბერი სავუა“ საფრანგეთის ერთ-ერთი სახელოვანი კლუბია - ქვეყნის 2001 წლის ჩემპიონი, თერთმეტგზის მეორე პრიზიორი და თასის ხუთგზის მფლობელი (უკანასკნელად 2014 წელს). ლიდლ სტარლიგის შარშანდელ სეზონში კლუბმა მესამე ადგილი დაიკავა და EHF თასზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ცხადია, 17 წლის ხელბურთელი თავიდანვე ძირითადი გუნდის წევრი არ იქნება - შამბერის სარეზერვო გუნდთან ერთად ითამაშებს საფრანგეთის რიგით მესამე, ნაციონალ 1 დივიზიონში. ასეთივე გზა გაიარა კლუბ პეგასის კიდევ ერთმა ხელბურთელმა, გიორგი ცხოვრებაძემ, რომელმაც 2017 წელს, 16 წლისამ მოაწერა კონტრაქტს ხელი საფრანგეთის მონპელიესთან, ორი სეზონი სარეზევო გუნდში თამაშობდა, წლეულს კი უკვე კლუბის ძირითად შემადგენლობაშია.

ნიკოლოზ კალანდაძეს უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში და მომავალ სეზონშიც აქვს უმცროს, 18-წლამდელ ჭაბუკთა ნაკრებში თამაშის უფლება, თუმცა, 2019 წელს მან უკვე იასპარეზა ეროვნულ გუნდში, IHF ერთა მსოფლიო ჩემპიონატზე და გამარჯვებულიც გახდა.

ნიკოლოზ კალანდაძე

დაიბადა 2002 წლის 27 ივლისს. სიმაღლე: 197 სმ. პოზიცია: გამთამაშებელი, მარცხენა ინსაიდი

თბილისის პეგასში

საქართველოს თასის მფლობელი (2018)

ჩემპიონატის მეორე პრიზიორი, საუკეთესო ბომბარდირი და გამთამაშებელი (2019).

საქართველოს ნაკრებებში

17წ: ევროპის ჩემპიონატი გეტებორგში, 2017: 7 მატჩი, 4 გოლი

18წ: ევროპის ჩემპიონატი თბილისში, 2018: 6 მატჩი, 27 გოლი

17წ: ევროპის ჩემპიონატი გეტებორგში, 2019: 8 მატჩი, 67 გოლი

ეროვნული: IHF ერთა ჩემპიონატი თბილისში, 2019: 7 მატჩი, 13 გოლი

0.132626