აკი ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღეს მეოთხე გამარჯვება მიიღვალა თეიმურაზ ჯუღელმა. გაგამარუ ჯურიოს მე-13 ნომერ იროდორს დაუპირისპირდა და მისი დამარცხება ჰატაკიკომის ილეთით მოახერხა.
ქართველმა შეტაკებისთანავე დიდი უპირატესობა მოიპოვა და მეტოქე დოჰიოზე მალევე დასცა.
ეს აღნიშნული წყვილის მეორე დაპირისპირება გახლდათ და მოგება-წაგების ბალანსი გათანაბრდა 1:1-ზე.
წლის მეხუთე სუპერტურნირზე ქართველ გოლიათს 4 მოგების საპირისპიროდ 7 მარცხი აქვს და დარჩენილი 4 ორთაბრძოლიდან დადებითი ბალანსის გასანაღდებლად ყველას მოგება მართებს, თუმცა ელიტარულ სუმოისტთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად კიდევ 2 მოგება სჭირდება.
ჩვენებურის მომავალი მეტოქე ჯურიოს მე-4 ნომერი კირიბაიამა იქნება, რომელსაც ჩვენებური აქამდე 2-ჯერ შეხვედრილა და ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანსი თანაბარია - 1:1ზე.