ფეხბურთი

10:17 | 18.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

როისი: "პენალტების დარტყმაში უნდა ვივარჯიშო"

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში "დორტმუნდი" შინ "ბარსელონას" 0:0 დაუზავდა.

57-ე წუთზე მარკო როისმა პენალტი ვერ გამოიყენა, ტერ შტეგენი მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ამასთან დაკავშირებით როისმა მცირე კომენტარი გააკეთა.

"ახლა თავს კარგად ნამდვილად არ ვგრძნობ. დაცვაში კარგად ვითამაშეთ. სამწუხაროდ პენალტი ვერ გავიტანე, ამის შეცვლა არ შემიძლია. პენალტის გარდა კიდევ გვქონდა ,რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი, მაგრამ ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ. ტერ შტეგენი მსოფლიო კლასის მეკარეა, კარგად ვერ დავარტყი, დროა პენალტების დარტყმაში ვივარჯიშო"- განაცხადა როისმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112918