ფეხბურთი

10:48 | 18.09.2019 | ნანახია 788 - ჯერ

ლამპარდი: „ჩელსის“ უნდა მოეგო, ან ფრედ მაინც ეთამაშა“

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა, ჟურნალისტებს „ვალენსიასთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში მარცხის (0:1) შესახებ უამბო.

„ჩვენ უნდა მოგვეგო, ან ფრედ მაინც გვეთამაშა. ბევრი მომენტი შევქმენით, პენალტი მოვიპოვეთ, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მათ კი ერთხელ დაარტყეს კარის ჩარჩოში და გაიტანეს. ეს კიდევ ერთი გაკვეთილია, რომელიც ამტკიცებს, რაოდენ რთულია ჩემპიონთა ლიგაში თამაში. წინ კიდევ ხუთი მატჩია, მაგრამ ამ საღამოს მეტისთვის უნდა მიგვეღწია.

პირველ საშინაო შეხვედრაში წაგება დამატებით პასუხისმგებლობას გვანიჭებს. მით უმეტეს, რომ შემდეგ ორ შეხვედრას სტუმრად გავმართავთ. ახლა მეტი კონცენტრაცია დაგვჭირდება, რათა ერთ-ერთ მათგანში მაინც მივაღწიოთ დადებით შედეგს.“ - უთხრა ლამპარდმა კლუბის პრესსამსახურს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:11 | 18.09.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ეს ვალენსია გასვლას რო გიგებს პრობლემაა მაგრამ ალბათ ნელნელა მოუმატებს ჩელსი წესით მაინც ჩელსი აიაქსი უნდა გავიდეს

14:36 | 18.09.2019
Javshana (3011)

მარტო მიმოხილვა ვნახე თამაშის და არც ვიცი რა ვთქვა, მოშლილი ვალენსია კი იყო და რო ვთქვათ ამის გამო ჩელსის უნდა მოეგოო, ჰუავს ამ ვალენსიას 2-3 კარგი ფეხბურთელი და ხშირ შემთხვევში მაგარ მატჩებსაც ატარებენ, მაინც ბოლოს იქამდე მივდივარ ვალენსიას რა ბრალია, ჩელსიმ წააგო და ეკუთვნოდა კიდეც

13:56 | 18.09.2019
RHP (3623)

მომდევნო ზაფხულიდან აქ ჩელსის ხალხის დამატების უფლება მანამ არა ისე კი მშვენივრად თამაშობს ფრენკის ჩელსი და მოთმინების შეთხვევაში შედეგებიც მოვა მით უმეტეს 3 ისეთი ფეხბურთელი დააწინაურა დღევანდელი ფასებით ფასებით 80-90 მილიონის ეკონომია გააკეთა

13:49 | 18.09.2019
Bachana705 (373)

მთავარია, აბრამოვიჩმა გაცალოს და გამოასწორებ. ამდენ მომენტს რომ ქმნი და ვერ იყენებ, დაბალი კლასის ბრალია ეგ. კაი ტრანსფერებს თუ გაჩარხავთ იანვრიდან, მერე ეშველება ყველაფერს. მწვრთელის ბრალი ყველაზე ნაკლებადაა არისტოკრატების დღევანდელ მდგომარეობაში.

13:52 | 18.09.2019
RHP (3623)

მომდევნო ზაფხულიდან აქვს ჩელსის ტრანსფერების გაკეთების უფლება

0.128997