„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, „ნაპოლისთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩის შემდეგ (0:2), ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი გუნდი გარკვეულ ეპიზოდებში შეცდომებს უშვებდა და არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა, ამიტომ უნდა შეეგუოს მარცხს.
„მტკივნეული წაგებაა, რადგან ჩვენც რამდენჯერმე გვქონდა გატანის საშუალება. ეს პირველი თამაში იყო. თავდასხმაში ცუდად არ გავრჯილვართ, მაგრამ ვერ გავიტანეთ და ეს არის პრობლემა.
თამაშს ვაკონტროლებდით, თუმცა რეალურად სახიფათო მომენტები არ შეგვიქმნია. რიგ ეპიზოდებში არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით, ამიტომ უნდა შევეგუოთ მარცხს.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს BT Sport.