ფეხბურთი

4:48 | 18.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

პარიზსა და მადრიდში რევანშისთვის მზად არიან

გუშინ დაწყებული ჩემპიონთა ლიგა დღეს გაგრძელდება და პირველი ტურის მატჩები დარჩენილ ოთხ ჯგუფში გაიმართება. საინტერესო შეხვედრების ნაკლებობას არც ამჯერად ვუჩივით და ორი მათგანი ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს. პარიზში, „პარი სენ ჟერმენი“ მადრიდის „რეალს“ დაუხვდება, ხოლო მადრიდში, „ატლეტიკო“ – „იუვენტუსს“.

A ჯგუფი

A ჯგუფს ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს და დღეს ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. პსჟ და „რეალი“ მართლაც ითვლებიან ჯგუფის ფავორიტებად, მაგრამ ახლა ამის დამტკიცება საქმით, მოედანზე მოუწევთ. ფრანგები დღევანდელ მატჩს სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდებიან, რადგან ტრავმების გამო ედინსონ კავანისა და კილიან მბაპეს, ხოლო დისკვალიფიკაციის მიზეზით ნეიმარს მოისაკლისებენ. მიუხედავად ძალზე სოლიდური დანაკლისისა და სამი მთავარი ფიგურის არყოფნისა, ტომას ტუხელის შემტევი პოტენციალი მაინც საშიშია, რადგან დღეს მოედანზე ანხელ დი მარია, მაურო იკარდი და პაბლო სარაბია იქნებიან. ცხადია, ესეც ანგარიშგასაწევი ძალაა და ვნახოთ, რას დააკლებენ „რეალს“. მადრიდელები კი პარიზში ლუკა მოდრიჩის გარეშე ჩავიდნენ. „რეალმა“ სეზონი ვერ დაიწყო მთლად იდეალურად და ეცდება ჩემპიონთა ლიგაზე საპირისპირო სტარტი აიღოს.

ჯგუფის მეორე დაპირისპირება კი ჩრდილშია და რა გასაკვირია, რომ „ბრიუგე“ – „გალათასარაის“ წყვილი დიდ ინტერესს არ იწვევს. თუმცა, თუ რომელიმეს გიგანტების შეწუხება აქვს განზრახული, მაშინ დღეს უსათუოდ სამი ქულა უნდა მოიპოვონ.

„ბრიუგე“ – „გალათასარაი“

„ბრიუგე“ (4-3-3): მინოლე; რიჩა, დელი, მიტროვიჩი, მატა; ვანაკენი, რიცი, ვორმერი; დიატა, ოკერეკე, ბონავენტურე

„გალათასარაი“ (4-5-1): მუსლერა; მარიანო, ლუინდამა, მარკაო, ნაგატომო; ნზონზი, ლემინა, სერი, ბაბელი, ფეგული; ფალკაო

„პარი სენ ჟერმენი“ – „რეალი“

„პარი სენ ჟერმენი“ (4-3-3): ნავასი; მუნიე, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი; მარკინიოსი, გეიე, ვერატი; დი მარია, იკარდი, სარაბია

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; კარვახალი, ვარანი, მილიტაო, მენდი; კაზემირო, კროოსი, ხამესი; ბეილი, ბენზემა, აზარი

B ჯგუფი

ამ ჯგუფსაც ორი ფავორიტი ჰყავს, ერთი შეხედვით. „ტოტენჰემი“ საბერძნეთში „ოლიმპიაკოსის“ სტუმარი იქნება და იქ ნამდვილად არ დახვდება სტუმართმოყვარე მასპინძელი, თუმცა, მაურისიო პოჩეტინოს გუნდი ელადაში სამი ქულისთვისაა ჩასული და არც ტრავმირებული ფეხბურთელების ყოლას უჩივის.

ჯგუფის მეორე დაპირისპირება მიუნხენში შედგება, სადაც „ბაიერნი“ ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ დაუხვდება. ცხადია, ნიკო კოვაჩის გუნდი გამოკვეთილი ფავორიტია და მეტიც, დღევანდელი რვა მატჩიდან სწორედ ამ წყვილს ჰყავს ყველაზე მეტად ფავორიტი.

„ოლიმპიაკოსი“ – „ტოტენჰემი“

„ოლიმპაიკოსი“ (4-4-2): სა; ელაბდელაუი, მერია, სისე, ციმიკასი; გილერმე, ბუჩალაკისი, მასურასი, ვალბუენა; პოდენსე, გერერო

„ტოტენჰემი“ (4-3-3): ლორისი; უოლკერ-პეტერსი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დევისი; ვინკსი, სისოკო, ნდომბელე; ლუკას მოურა, კეინი, ალი

„ბაიერნი“ – „ცრვენა ზვეზდა“

„ბაიერნი“ (4-3-3): ნოიერი; პავარი, ზულე, ბოატენგი, ერნანდესი; კიმიხი, ტოლისო, კოუტინიო; გნაბრი, ლევანდოვსკი, პერიშიჩი

„ცრვენა ზვეზდა“ (4-4-2): ბორიანი; გობელიჩი, მილუნოვიჩი, დეგენეკი, ჟანდერი; კანასი, იოვანოვიჩი, გარსია, მარინი; ვუკანოვიჩი, ბოაჩი

C ჯგუფი

პრაქტიკულად სეზონი აღარ გადის, რომ „შახტარი“ – „მანჩესტერ სიტის“ დუელი არ შედგეს. აქამდე ამ საქმიდან უკრაინელთათვის სასიკეთო არაფერი გამოსულა და არც დღეს უნდა ჰქონდეთ დიდი იმედი. „სიტი“ ჩინებულ ფორმაშია, თუმცა პრემიერლიგის ბოლო ტურში მარცხი განიცადა და დღეს რეაბილიტაციას ეცდება. ვთქვათ, რომ დავით ხოჭოლავა მოედანზე ტრავმის გამო ვერ გავა, რაც ცხადია, ჩვენთვის სამწუხარო ინფორმაციაა.

მეორე შეხვედრა ზაგრებშია ჩანიშნული და იქ ბერგამოს „ატალანატას“ დებიუტი შედგება ჩემპიონთა ლიგაზე. თავის მხრივ, არც ხორვატიის ჩემპიონია განსაკუთრებულად განებივრებული ამ ტურნირზე თამაშით და ამიტომ, საინტერესო დუელი უნდა გამოდგეს.

„შახტარი“ – „მანჩესტერ სიტი“

„შახტარი“ (4-5-1): პიატოვი; ბოლბატი, კრივცოვი, მატვიენკო, ისმაილი; სტეპანენკო, მარლოსი, კოვალენკო, ალან პატრიკი, სოლომონი; მორაეში

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; კანსელუ, ფერნანდინიო, ოტამენდი, ზინჩენკო; დე ბრუინი, როდრი, გუნდოგანი; მაჰრეზი, ჟესუსი, სტერლინგი

„დინამო“ – „ატალანტა“

„დინამო“ (4-4-2): ლივაკოვიჩი; სტოიანოვიჩი, დილავერი, პერიჩი, ლეოვაცი; გოიაკი, ადემი,მორო, ორშიჩი; ოლმო, პეტკოვიჩი

„ატალანტა“ (3-4-3): გოლინი; პალომინო, კიაერი, მაზიელო; ჰატებური, დე რუნი, ფროილერი, გოსენსი; ილიჩიჩი, ძაპატა, გომესი

D ჯგუფი

დღის კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი D ჯგუფის ეგიდით, „ვანდ მეტროპოლიტანოზე“ გაიმართება. „ატლეტიკო“ და „იუვენტუსის“ შარშანდელი მერვედფინალის შემდეგ დღეს ბევრის მოლოდინია. მაშინ ტურინელებმა მადრიდში 0:2 წააგეს, მაგრამ შინ 3:0 იმარჯვეს და დააქამბექეს. დღეს „იუვე“ იდეალურ ფორმაში არაა და ბოლო ტურში უღიმღამოდ ითამაშა. თუმცა, ბოლო შეხვედრის გათვალისწინებით იგივე ითქმის „ატლეტიკოზე“, რომელმაც „სოსიედადთან“ წააგო. „იუვეს“ ჯორჯო კიელინი და დუგლას კოშტა დააკლდება, ხოლო ესპანელებს ალვარო მორატა. სამაგიეროდ, დაბრუნდა ტომას პარტეი. აღნიშნულ შეხვედრას კიდევ ერთი ინტრიგა უძღვის წინ - შეძლებს კრიშტიანუ რონალდუ „როხიბლანკოს“ კიდევ ერთხელ დამწუხრებას? პორტუგალიელს „ატლეტიკოს“ კარი 25-ჯერ აქვს დალაშქრული.

ამავე ჯგუფის მეორე თამაშში „ლევერკუზენი“ მოსკოვის „ლოკომოტივის“ მასპინძელი იქნება. დავით ხოჭოლავასი არ იყოს, ტრავმირებულია სოლომონ კვირკველია და მისი მოედანზე გასვლა გამორიცხულია.

დღევანდელი რვა მატჩიდან ექვსი 23:00 საათიდან დაიწყება, ხოლო „ბრიუგე“ – „გალათასარი“ და „ოლიმპიაკოსი“ – „ტოტენჰემი“ 20:55 საათიდან.

„ატლეტიკო“ – „იუვენტუსი“

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; ტრიპიერი, სავიჩი, ხიმენესი, ლოდი; კოკე, საულ ნიგეზი, ლორენტე, ლემარი; ჟოაო ფელიში, დიეგო კოშტა

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დანილო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ხედირა, ბენტანკური, მატუიდი; ბერნარდესკი, იგუაინი, რონალდუ

„ლევერკუზენი“ – „ლოკომოტივი“

„ლევერკუზენი“ (4-3-3): ჰრადეცკი; ლ. ბენდერი, ტაჰი, ს. ბენდერი, ვენდელი; არანგიზი, ჰავერცი, დემირბაი; ბელარაბი, ვოლანდი, ბაილი

„ლოკომოტივი“ (4-5-1): გილერმე; ჟივოგლიადოვი, ჰიოვედესი, ჩორლუკა, იგნატიევი; ჟემალეტდინოვი, კრიხოვიაკი, ჟოაო მარიო, ბარინოვი, რიბუსი; სმოლოვი

0.119112