თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელი მუია ტაჩი ბოლომდე ჩაერთო სავარჯიშო პროცესში. რამდენიმე დღეში დინამოს გუნდზე დავილაპარაკებთ. დღეს, მისტერ ტაჩი ჩინეთში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საუბრობს.
წავედით.
ტურნირზე.
მუაი ტაჩი: საინტერესო იყო, მაგრამ რეალური ამერიკის ნაკრების გარეშე, მაინც, ბოლომდე საინტერესო არ გამოვიდა. არ არის ცუდი, რომ დიდი პაუზის შემდეგ ევროპა დომინირებდა. ძლიერი ამერიკის გარეშე, ეს, ალბათ, ლოგიკური იყო.
ესპანეთზე.
მ.ტ: ესპანეთმა უძლიერესი დაცვა ითამაშა. შეტევაშიც ძალიან კარგები იყვნენ, მაგრამ მე არგენტინის მხარეს ვიყავი.
ამერიკის ნაკრების ცუდ თამაშზე.
მ.ტ: ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რომ ამ შემადგენლობით ამერიკა ვერ გახდებოდა ჩემპიონი. კარგი შედეგი კარგმა მოთამაშეებმა უნდა მოიტანონ.
ტურნირის იმედაგაცრუებაზე.
მ.ტ: ამერიკის შემდეგ, რა თქმა უნდა, სერბეთი.
ტურნირის სიმბოლური ხუთეული დაასახელეთ.
მ.ტ: ის ხუთეული, რომელიც ორგანიზატორებმა დაასახელეს, ალბათ, ნორმალურია. ამ ხეთეულზე შევჩერდეთ.
თქვენი MVP.
მ.ტ: ლუის სკოლა, რომელმაც კამპაცოსთან ერთად არგენტინა ფინალში გაიყვანა. იქ კარგად ვერ ითამაშა, მაგრამ მაინც საუკეთესო იყო.М