ფეხბურთი

10:51 | 17.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო: „ვფიქრობ, მოვიდა დრო, ნეიმარზე აღარ ვილაპარაკოთ“

„პარი სენ-ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ დადგა დრო, ნეიმარის მომავალზე აღარ ილაპარაკონ და გუნდმა მშვიდად განაგრძოს მომზადება.

„ვფიქრობ, ნეიმარის მომავალზე საუბარი აღარ ღირს. გუნდს სიმშვიდე სჭირდება. ბევრი რამ შეიცვალა ამ ზაფხულს. ახლადდაწყებული სეზონი არ იქნება იოლი პსჟ-სთვის. ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები არ ვართ, მაგრამ ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს.“ - ციტირებს ლეონარდოს სიტყვებს RMC.

0.116197