ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონი დღეს ოფიციალურად დაიწყება. ოთხ ქვეჯგუფში რვა მატჩი გაიმართება და რამდენიმე განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. მაგალითად „დორტმუნდი“ – „ბარსელონა“ და „ნაპოლი“ – „ლივერპული“.
E ჯგუფი
ნეაპოლში, მოქმედი ტრიუმფატორი „ლივერპული“ ჩავიდა, სადაც ეცდება შარშან განცდილი მარცხის გამო რევანში აიღოს. ერთი წლის წინაც „ნაპოლი“ და „წითლები“ ერთი ჯგუფის ბინადრები იყვნენ და მაშინ ორივე თამაშის გამარჯვებული შესაბამისი მასპინძლები გამოვიდნენ. თუმცა, სარევანშოდ საქმე უფრო მაინც „ნაპოლის“ აქვს, რადგან ბოლო ტურში „ენფილდზე“ განცდილი მარცხის გამო ჯგუფში ჩარჩა.
დღეს კი, ორივე გუნდი მშვენიერი ფორმაშია და წესით მოსაწყენად არ უნდა გვქონდეს საქმე. იურგენ კლოპის გუნდი პრემიერლიგაში ქვას ქვაზე არ ტოვებს და უკვე მოიპოვა „სიტისთან“ 5-ქულიანი უპირატესობა. „ნაპოლიმ“ მართალია სამ ტურში ერთხელ წაგება მოასწრო, მაგრამ არც კარლო ანჩელოტის გუნდს დაეწუნება არაფერი.
ამავე ჯგუფის მეორე მატჩში „ზალცბურგის“ დებიუტი შედგება, „გენკი“ კი რამდენიმე წლის შემდეგ დაუბრუნდა უპრესტიჟულეს ტურნირს. ბუნებრივია ავსტრიელებს ან ბელგიელებს თუ რამე სურთ, პირველ რიგში სწორედ ახლა უნდა დაამტკიცონ, რადგან იტალიური და ინგლისური გუნდების სახით E ჯგუფს გამოკვეთილი ფავორიტები ჰყავს - ფურცელზე ასეა.
„ნაპოლი“ – „ლივერპული“
„ნაპოლი“ (4-4-2): მერეტი; დი ლორენცო, მანოლასი, კულიბალი, გულამი; კალეხონი, ალანი, ფაბიან რუისი, ინსინიე; მერტენსი, ლორენტე
„ლივერპული“ (4-3-3): ადრიანი; ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი; ფაბინიო, ჰენდერსონი, ვეინალდუმი; სალაჰი, ფირმინო, მანე
„ზალცბურგი“ – „გენკი“
„ზალცბურგი“ (4-4-2): სტანკოვიჩი; კრისტენსენი, რამალიო, ვიობერი, ულმერი; მინამინო, იუნუზოვიჩი, მერნედეი, შაბოშლაი; ჰვანგი, ჰალანდი
„გენკი“ (4-3-3): კუცკე; ურონენი, დევასტი, კუესტა, დე ნორი; ჰროსოვსკი, ბერგი, ჰეინენი; პანსტილი, ონუაჩუ, ნდონგალა
F ჯგუფი
დღის ცენტრალური შეხვედრა კი „სიგნალ იდუნა პარკზეა“ ჩანიშნული, სადაც „დორტმუნდი“ „ბარსელონას“ დაუხვდება. კატალონელთა საფეხბურთო სტილი და სულისკვეთება საქვეყნოდაა ცნობილი და გერმანელებიც არ ჩამოუვარდებიან. მეტწილად ლუსიენ ფავრის ფორმაციის გუნდი შეტევას ანიჭებს უპირატესობას და მაგარი ანონსი აქვს ამ შეხვედრას. ლიონელ მესი „ბარსას“ დაუბრუნდა, მაგრამ ჯერ უცნობია გავა თუ არ მინდორზე. ერნესტო ვალვერდეს განცხადებით, გადაწყვეტილებას ბოლო წამს მიიღებს და ვნახოთ. სხვა მხრივ გუნდებს პრობლემები თითქმის არ აქვთ. საინტერესო იქნება ანსუ ფატის გამოჩენა, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა და ახლა ჩემპიონთა ლიგაზე მოინათლება. სხვათა შორის, „ბარსელონამ“ მიმდინარე სეზონში ორი საგარეო თამაში ჩაატარა და ვერცერთი მოიგო. „ყვითელ კედელთან“ გამკლავებაც არ უნდა იყოს ადვილი საქმე.
აქვე, მილანის „ინტერი“, რომელსაც ბუნებრივია პლეი-ოფში გასვლის რეალური პრეტენზია აქვს, პრაღის „სლავიას“ დაუხვდება. ანტონიო კონტე ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება და ეცდება დაამტკიცოს საპირისპირო, რასაც აქამდე აწერდნენ - ევროტურნირების მწვრთნელი არ არისო. ცხადია, „ინტერი“ ჩეხეთის ჩემპიონთან საკუთარ მოედანზე აშკარა ფავორიტი და წესით 3 ქულა ადვილად უნდა მოიპოვოს.
„ინტერი“ – „სლავია“
„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი; გოდინი,დე ვრეი, შკრინიარი; ლაზარო, ვესინო, ბროჟოვიჩი, სენსი, ასამოა; ლაუტარო, ლუკაკუ
„სლავია“ (4-5-1): კოლარი; კუფალი, კუდელა, ჰოვორკა, ბორილი; მასოპუსტი, ტრაორე, სუჩეკი,სტანჩუ, ოლაინკა; ვან ბურენი
„დორტმუნდი“ – „ბარსელონა“
„დორტმუნდი“ (4-2-3-1): ბიურკი; ჰაკიმი, აკანჯი, ჰუმელსი, გერეირო; დელანი, ვიტსელი; სანჩო, როისი, ბრანდტი; პაკო ალკასერი
„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; სერხი რობერტო, პიკე, ლენგლე, ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დე იონგი; გრიზმანი, სუარესი, ფატი
G ჯგუფი
G ჯგუფი რამდენადაც არ ყვირის, იმდენად საინტერესოდ ჩანს. რა თქმა უნდა, აქ არ არიან ფავორიტები, მაგრამ არის ოთხი მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის გუნდი და არავინ იცის, რა მოხდება. ფაქტია, მერვედფინალს ყველა უმიზნებს და ყველაზე მეტად სწორედ ეს ხდის ამ ჯგუფს საინტერესოს და დამაინტრიგებელს. დღეს, „ლიონი“ „ზენიტს“, „ბენფიკა“ კი „ლაიფციგის“ დამხვდური იქნება.
„ლიონი“ – „ზენიტი“
„ლიონი“ (4-3-3): ლოპეში; დუბუა, ანდერსენი, დენაიერი, კონე; ტიაგო, ტუსარი, ოუარი; ტრაორე, დემბელე, დეპაი
„ზენიტი“ (4-4-2): ლუნევი; სმოლნიკოვი, ივანოვიჩი, რაკიცკი, ჟრკოვი; კუზიაევი, ბარიოსი, დუგლასი, შატოვი; აზმუნი, ძიუბა
„ბენფიკა“ – „ლაიფციგი“
„ბენფიკა“ (4-4-2): ვლაჩოდიმოსი; ანდრე ალმეიდა, ფერო, რუბენ დიაში, გრიმალდო; ფეისა, ტაარაბტი, პიცი, რაფა; დე ტომასი, სეფეროვიჩი
„ლაიფციგი“ (3-3-2-2): გულაშჩი; მუკიელე, კონატე, ორბანი; კლოსტერმანი, დემე, ჰალსტენბერგი; ზაბიცერი, ფორსბერგი; ვერნერი, პოულსენი
H ჯგუფი
და ბოლოს H ჯგუფი, სადაც ლონდონში ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებული „ჩელსი“ „ვალენსიას“ მასპინძლობს. ორივე გუნდისთვის მიმდინარე სეზონი არასტაბილურად დაიწყო, მაგრამ ბოლო დროს ფრენკ ლამპარდის გუნდმა თამაშის ხარისხი გააუმჯობესა. რასაც ვერ ვიტყვით, „ვალენსიაზე“, რომელსაც ცოტა ხნის წინ მწვრთნელიც შეუცვალეს. გეტყვით, რომ 2006-2007 წლების სეზონში „არისტოკრატებმა“ „ღამურებს“ პლეი-ოფში ორი მატჩის ჯამში 3:2 აჯობეს.
ამავე ჯგუფში შარშანდელი სეზონის აღმოჩენა და ბევრის აზრით, მთავარი ეშხი, ამსტერდამის „აიაქსი“ ჰოლანდიაში ფრანგულ „ლილს“ მასპინძლობს. კრისტოფ გალტიეს გუნდი ჩემპიონთა ლიგას ხანგრძლივი პაუზის მერე დაუბრუნდა და შარშან მეტად კარგ ფეხბურთსაც აჩვენებდა, მაგრამ რამდენიმე ლიდერმა ზაფხულში გუნდი დატოვა. მიუხედავად ამისა, ერიკ ტენ ჰაგი სულაც არ ელის ადვილ გასეირნებას და რა გასაკვირია - „ლილი“ საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონია და ანგარიშგასაწევი ძალაა.
ბოლოსკენ გეტყვით, ექვსი მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, ხოლო „ინტერი“ – „სლავია“ და „ლიონი“ – „ზენიტი“ 20:55 საათიდან დაიწყება.
„ჩელსი“ – „ვალენსია“
„ჩელსი“ (3-4-3): კეპა; კრისტენსენი, ზუმა, ტომორი; ასპილიკუეტა, კოვაჩიჩი, ჟორჟინიო, ალონსო; პულიშიჩი, აბრაჰამი, მოუნთი
„ვალენსია“ (4-4-2): სილესენი; ვასი, გარაი, პაულისტა, გაია; გედეში, კონდოგბია, პარეხო, ფერან ტორესი; გამეირო, როდრიგო
„აიაქსი“ – „ლილი“
„აიაქსი“ (4-3-3): ონანა; დესტი, ველტმანი, ბლინდი, ტალიაფიკო; მარტინესი, ალვარესი, ზიეჩი; ნერეში, ტადიჩი, პრომესი
„ლილი“ (4-4-1-1): მაინანი; ჩელიკი, ფონტე, გაბრიელი, ბრადარიჩი; არაუხო, ანდრე, რენატო სანჩესი, ბამბა; აიკონი; ოსიმენი